არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

BMW 3.0 CSL Hommage R-ის პრემიერა მონტერეიში

კონცეპტუალური ავტომობილი, სახელად 3.0 CSL Hommage, BMW-მ პირველად ვილა დ’ესტეს (იტალია) ელეგანტურობის წლევანდელ კონკურსზე გაგვაცნო. და იქვე გამოაცხადა, რომ პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე, ამავე ავტომობილის განსხვავებულ ვერსიას წარადგენდა.

ასეც მოხდა – მონტერეის საავტომობილო ფესტივალის დამსწრეთა წინაშე, საბურველი აეხადა კონცეპტ BMW 3.0 CSL Hommage R-ს, რომელიც ბავარიელთა განცხადებით, 1970-იანი წლების სარბოლო BMW 3.0 CSL-ის თანემედროვე ინტერპრეტაციაა და მის ფერებშივეა გამოწყობილი.

BMW-3

ახალი კონცეპტი იმავე ძალური დანდგარითაა აღჭურვილი, რომლითაც ვილა დ’ესტეს დებუტანტი. ესაა 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი (ერთრიგა განლაგებით) ძრავი, რომელთან წყვილშიც სისტემა „eბუსტი“ მუშაობს. ამ აგრეგატზე იმის თქმა შეიძლება, რომ დამხმარე სისტემა ელექტრო ძრავისა და ტურბო კომპრესორის კომბინციაა და არამარტო სიმძლავრის გასაზრდელად, არამედ საწვავის უფრო ეფექტურად მოსახმარადაც გამოიყენეს. მსგავსი სისტემები უკვე დაინერგა ფორმულა 1-სა და გამძლეობაზე რბოლებში (ლე მანი).

გარდა ამისა, კონცეპტი 3.0 CSL Hommage R-ი აღჭურვილია ლაზერული ფარებით, მუხრუჭების გასაგრილებელი სპეციალური სისტემით, შუქდიოდური უკანა ფარებით. ავტომობილს აქვს არაერთი აეროდინამიკური ელემენტი, რომელთა დანიშნულებაც, გზის საფართან ჩაჭიდების გაზრდის გარდა, ავტომობილისთვის გარსშემოდენილი ფორმის მინიჭებაცაა, რითაც მისი აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი მცირდება.

გარე სარკეების ნაცვლად, ავტომობილი კამერებით აღიჭურვა. საჭის რგოლი, DTM-ის სერიის რბოლების მონაწილე ბოლიდების სტილშია შესრულებული. მასში ჩამონტაჟებულია ეკრანი, რომელზეც სხვადასხვა საჭირო ინფორმაციის (სიჩქარე, გადაცემის საფეხური, ძრავის ბრუნვები და სხვა) მიღებაა შესაძლებელი. ცალკე უნდა აღინიშნოს სპეციალური ჩაფხუტი, რომლის ვიზორიც ეკრანის მოვალეობასაც ასრულებს და მასზეც არაერთი საინტერესო ინფორმაციის მიღება შეიძლება. მასზევე გამოისახება მოსახვევის გავლის ყველაზე ოპტიმალური ტრაექტორია.ავტომობილი ასევე სპეციალური კომბინეზონით დაკომპლექტდა, რომელიც ლურჯად ანათებს, თუ როცა პილოტს ხელები საჭეზე აქვს.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი