24.08.2015 23:30
ქალის სხეულის ტოპ-10 ყველაზე სექსუალური ნაწილი მამაკაცების აზრით
სამწუხაროდ, ქალების უმეტესობა უკმაყოფილოა საკუთარი გარეგნობით, რადგან არ აქვთ სრული იმფორმაცია იმის შესახებ, რას აქცევენ მამაკაცები პირველ რიგში ყურადღებას.
დიახ, ეს სიმართლეა – თავდაპირველად მამაკაცები პარტნიორ ქალს გარეგნობის მიხედვით ირჩევენ. მაგრამ შეფასების ამ სისტემაშიც არსებობს ის, რასაც კაცები პირველ რიგში აქცევენ ყურადღებას, ხოლო რას სულ ბოლოს.
ისტორიულად ჩამოყალიბდა შეხედულება, რომ წვრილი წელი, განიერი თეძოები, მსხვილი ტუჩები, მბზინავი თმა – ქალის სრულყოფილებაზე მეტყველებს. მაგრამ ჩვენს დროში არსებობს იმის საშუალება, დეტალურად გავარკვიოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია მამაკაცისთვის მბზინავი თმა თუ განიერი თეძოები.
გთავაზობთ ქალის სხეულის სექსუალური ნაწილების რეიტინგს, რომელიც მამაკაცების გამოკითხვის მიხედვით არის შედგენილი.
10. ფეხები
ბევრ მამაკაცს შეუძლია უსასრულოდ უყუროს ქალის ფეხებს, განსაკუთრებით მაშინ თუ ისინი მაღალ ქუსლებზე დგანან და თუ ამას ლამაზად გაკეთებული ფეხის ფრჩხილებიც ერთვის, ჩათვალეთ, რომ დაიპყარით ბევრი მამაკაცის გული. პატარა და თხელი ფეხის ტერფებიც ბევრ მამაკაცში სურვილებს აღძრავს.
9. ზურგი
უცნაურია, მაგრამ ქალის ზურგი სხეულის ის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც მამაკაცში ვნებას აღძრავს. საკმარისია, გაიხსენოთ ქალის შიშველი, მიმზიდველი ზურგი, რომელსაც აქტიურად აჩენენ "ცხელ ფოტოსესიებში", ან ზურგზე ღრმად ამოჭრილი კაბები, რომ მიხვდებით, ქალის სხეულის ეს ნაწილი უდაოდ იქცევს მამაკაცის ყურადღებას.
8. მუცელი
ყველა კაცს მოწონს მოხდენილი ქალი და განსაკუთრებით ბრტყელი, ლამაზი მუცელი. ამიტომაც ეს სხეულის ის ნაწილია, რომელსაც აუცილებლად უნდა მიხედოთ, ქალბატონებო. გამოკითხვის მიხედვით, მამაკაცების უმეტესობისთვის ქალის სხეულის ეს ნაწილი ძალიან სექსუალურია.
7. თმა
თმა ქალისა და მამაკაცის ერთ-ერთი განმასხვავებელი სიმბოლოა, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ქალის თმა მამაკაცისთვის ქალის გარეგნობაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენს. ვიღაცას მოწონს შავგვგრემანი, ვიღაცას – ქერა, მაგრამ მათ უმეტესობას, ასე თუ ისე, გრძელი და მბზინავი თმა იზიდავს. რა თქმა უნდა, არსებობენ, ექსტრემალები, რომლებიც მოკლეთმიან ქალბატონებს ანიჭებენ უპირატესობას, მაგრამ ეს, როგორც წესი, იშვიათია.
6. თეძოები
არაფერია ისეთი სექსუალური, ვიდრე ქალი, რომელიც სიარულისას თეძოებს მიარხევს, თითქოს ამით ამბობს: "ზუსტად ვიცი, როგორ ვიმოძრაო იმისათვის, რომ თავგზა დაგაკარგვინო". გამოკითხვის მიხედვით, მამაკაცების უმეტესობას მოსწონს ქალები მომრგვალებული თეძოებით. ასე რომ, ნუ მოგერიდებათ, გამოაჩინეთ თქვენი სხეულის ღირსებები.
5. ღიმილი
ღიმილი – ქალის ყველაზე ძლიერი იარაღი! ცოტა თუ გაუძლებს სასიამოვნოდ მოღიმარი ქალის ხიბლს. გამოკითხული მამაკაცების უმეტესობამ განაცხადა, რომ ღიმილი ასე მომნისხველად იმიტომ მოქმედებს მათზე, რომ ქალი ამით აგრძნობინებს, რომ ბედნიერია მათ გვერდით ყოფნით, მამაკაცების კი უყვართ, როცა შეყვარებულები არიან.
4. ტუჩები
მამაკაცებს მართლაც ვერ ტოვებს გულგრილს მსხვილი ტუჩები, თუმცა ნუ გადააჭარბებთ და ნუ შეიღებავთ მუქ და ძალიან მკვეთრ ფერებში, თორემ უკურეაქციას მიიღებთ.
3. მკერდი
აი, მივედით ქალის სხეულის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილთან. ღრმა დეკოლტეს შეუძლია კაცს ყველაფერი გააკეთებინოს, დააკარგვინოს თავი და იმდენად ხელგაშლილი გახადოს, რომ იმაზე ბევრი დახარჯოს, ვიდრე გეგმავდა. თუ ბუნებამ დიდი მკერდით არ დაგაჯილდოვათ, არ იდარდოთ, და კონცენტრაცია რეიტინგის მე-2 ნომერზე მოახდინეთ.
2. უკანალი
ლამაზ უკანალს შეუძლია პატარა მკერდის კომპენსაცია მოახდინოს. აღმოჩნდა, რომ ბევრ კაცს დიდ მკერდს ლამაზი უკანალი ურჩევნია.
1. თვალები
მამაკაცებს უყვართ ჩვენი გაოცება! სიის პირველ ადგილზე, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ქალის თვალები აღმოჩნდა. გამოკითხვის მონაცემებით, იმის მიუხედავად, სხეულის როგორი ფორმები გაქვთ, ქალბატონებო, ყველაფერი შეიძლება გადაწყვიტოს თქვენმა მხოლოდ ერთმა გამოხედვამაც კი.