არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

სამომხმარებლო შეთანხმება

· აღნიშნული სამომხმარებლო შეთანხმება აწესრიგებს ურთიერთობას შპს „ინსითი“ სერვისის ადმინისტრაციასა და სერვისის 
მომხმარებლებს შორის განცხადებების მასალისა და ტექსტური შეტყობინების განთავსებასთან დაკავშირებით.
· სამომხმარებლო შეთანხმების ყველა პუნქტი განკუთვნილია შპს „ინსითი-ს ყველა მომხმარებლისა და განმცხადებლისათვის.
· შპს „ინსითი“ ს ნებისმიერი სერვისის მოხმარებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ქვემოთ მოცემული სამომხმარებლო
შეთანხმების ყველა პუნქტს, წინააღმდეგ შემთხვევაში გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ შპს„ბიგმალ“-ს სერვისს.
 
1.    ტერმინები და განმარტებები

1.1.კომპანია - შპს „ინსითი“, რეგისტრირებული 29.09.2015წ. საიდენტიფიკაციო კოდი 415095391
1.2.პორტალი - ინტერნეტ გვერდი, http://bigmall.ge.
1.3.განცხადება - ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია გასაყიდი პროდუქციის/მომსახურების შესახებ.
1.4.მომხმარებელი - პირი რომელიც ვებ-გვერდის საშუალებით ღებულობს სასურველ ინფორმაციას.
1.5.განმცხადებელი - ფიზიკური და იურიდიული პირი, უძრავი ქონების მესაკუთრე, სააგენტო, აგენტი, ფირმა (რომელიც
მომხმარებელს თავაზობს პროდუქტსა და მომსახურებას), რეგისტრირდება ვებ-გვერდზე და აქვეყნებს განცხადებებს უძრავ
ქონებასთან დაკავშირებით, პროდუქტსა და მომსახურებაზე, ასევე ფირმის საქმიანობასთან დაკავშირებულ რეკლამას.
1.6.აგენტი - უძრავი ქონების აგენტი, რომელიც რეგისტრირდება ვებ-გვერდზე და აქვეყნებს განცხადებებს. აგენტი შეიძლება
მიეკუთვნებოდეს სააგენტოს ან იყოს დამოუკიდებელი.
1.7.დილერი
1.8.მაღაზია
1.9.კერძო პირი – ფიზიკურიანიურიდიულიპირი, რომელიცარარისსაჯაროპირიანადმინისტრაციულიორგანო.
1.10. მესაკუთრე – ბინათმესაკუთრეთაამხანაგობისწევრთაინდივიდუალურსაკუთრებაშიარსებულიერთ
ერთიბინისმესაკუთრე.
1.11. მფლობელი – ფიზიკურიანიურიდიულიპირი, რომელიც კანონიერ საფუძველზე ფლობს რაიმე სახის საქონელს ან უძრავ
ქონებას.
 
2.    მომსახურების ძირითადი წესები და პირობები
2.1.1. კომპანია არ არის არცერთი გარიგების ორგანიზატორი, თანამონაწილე, გამყიდველი ან მყიდველი. საიტი არის შუამავალი, რომელიც ეხმარება გამყიდველს და მყიდველს დაუკავშირდნენ ერთმანეთს. 
2.1.2. კომპანიას არ ეკუთვნის საიტზე განთავსებული არცერთი პროდუქცია/მომსახურება და არ ფლობს არანაირ დამატებით ინფორმაციას მათი რეალური მდგომარეობის შესახებ. 
2.1.3. მითითებული პროდუქციის/მომსახურების ხარისხი, უსაფრთხოება, კანონიერება და აღწერასთან შესაბამისობა არ კონტროლირდება კომპანიის მიერ. 
2.1.4. პორტალზე განთასებული ინფორმაცია ემსახურება მომხმარებლის პროდუქციის რეალიზაციას და კონტაქტის დამყარებას სხვა მომხმარებელთან. 
2.1.5. ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი საიტზე პირად ინფორმაციას ანთავსებს თავისი სურვილით,
საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. 
2.1.6. საიტზე ინფორმაციის განთავსებისას ავტორი ეთანხმება, რომ ინფორმაცია იქნება ღია და ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება მისი ნახვა. 
2.1.7. მომხმარებელი თავის თავზე იღებს ყველა რისკს დაკავშირებულს ამ ინფორმაციის გავრცელებასთან. 
2.1.8. საიტზე განთავსებულ ინფორმაციას არ აქვს იურიდიული ძალა, მომხმარებელი ვალდებულია ნებისმიერი ფინანსური გარიგების წინ გადაამოწმოს ინფორმაციის სისწორე.
 
2.2.    რეგისტრაცია
2.2.1. ვებ-გვერდზე განცხადების, პროდუქტის ან მომსახურების განთავსებისთვის მომხმარებელმა უნდა გაიაროს შესაბამისი რეგისტრაცია ვებ-გვერდზე.
2.2.2. რეგისტრაციის დასრულება ითვალისწინებს ელექტრუნული დადასტურებას და წინამდებარე „გამოყენების წესებზე“ თანხმობას, რომელიც აღნიშნულია რეგისტრაციის ფორმაში. მომხმარებელი რეგისტრაციის დასრულებით ადასტურებს, რომ მის მიერ მითითებული ინფორმაცია უტყუარია.
2.2.3. რეგისტრაციის დროს აკრძალულია სხვა პიროვნების მონაცემების მითითება.
2.2.4. მომხმარებლის სახელი აუცილებლად უნდა იყოს მის მფლობელობაში არსებული აქტიური ელ. ფოსტის მისამართი. მომხმარებლის სახელი და პაროლი შეიძლება შეიცავდეს ლათინურ სიმბოლოებს (A-Z), ციფრებს (0-9) და სიმბოლოებს.
2.2.5. აკრძალულია მომხმარებლის სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი ფრაზის მითითება. 
2.2.6. მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს რეალური მონაცემები, საკონტაქტო ნომერი, ელექტონული ფოსტის მისამართი, სქესი, მდებარეო ბადადაბადების წელი. 
 
2.3.    განცხადების განთავსება 
2.3.1. მომხმარებელს არ აქვს უფლება პორტალზე განათავსოს განცხადება, რომლის შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. 
2.3.2. პორტალზე განცხადების დამატების უფლება აქვს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, გარდა 18 წლამდე ფიზიკური პირებისა.
2.3.3. განცხადების განთავსებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მას აქვს განცხადებაში მითითებული პროდუქციის ან მომსახურების რეალიზაციის უფლება. 
2.3.4. მომხმარებელს შეუძლია განათავსოს განცხადება პროდუქციის თუ მომსახურების შესახებ. აღნიშნული პროდუქცია ან მომსახურება აუცილებლად უნდა მიეკუთვნებოდეს შესაბამის პორტალის კატეგორიას.
 
2.4.    განცხადების განთავსების ხანგრძლივობა
2.4.1. განცხადების განთავსების ხანგრძლივობა სტანდარტულია და განისაზღვრება კომპანიის მიერ.
2.4.2. განცხადების გამოქვეყნების ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს განმცხადებლის სურვილისამებრ და/ან 2.4.3. პუნქტის შესაბამისად.
2.4.3. განცხადების ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს ვებ-გვერდის ადმინისტრაციის მიერ განცხადების განთავსების ვადების შეცვლის შესაბამისად.
 
2.5.    მომსახურების ღირებულება, ღირებულების ცვლილება და ანგარიშწორება
2.5.1.  კომპანია განმცხადებელს უხსნის პირად ანგარიშს პორტალზე
2.5.2.  ნებისმიერი ფასიანი მომსახურების მისაღებათ განმცხადებელი ჯერ ავსებს პირად ანგარიშს და შემდეგ იხდის კონკრეტული მომსახურების საფასურს.
2.5.3.  მომსახურების ღირებულება რეგისტრირებულ განმცხადებელს ეცნობება უშუალოდ კონკრეტული მომსახურების გაწევის წინ. თუ იგი არ ეთანხმება მომსახურების ღირებულებას მას აქვს უფლება არ ისარგებლოს მომსახურებით და შესაბამისად იგი არ გაწევს არანაირ დანახარჯებს.
2.5.4.  პორტალის კონკრეტული მომსახურების ღირებულება შეიძლება შეიცვალოს კომპანიის მიერ. ფასის ცვლილება შეეხება ახალ განთავსებულ ან განახლებულ განცხადებებს.
 
3.    მხარეთა უფლება მოვალეობები და პასუხისმგებლობა
3.1.1. კომპანია არ არის არცერთი შეთანხმების თანამონაწილე და არ არის პასუხის მგებელი არც ერთი მომხმარებლის ქმედებაზე. ყველა მოლაპარაკება დგება უშუალოდ მომხმარებლებს შორის. 
3.1.2. კომპანია არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე. 
3.1.3. კომპანია ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ განცხადების განმთავსებელი პირის საიტზე მოცემული მონაცემები დაემთხვევა მის რეალურ მონაცემებს. 
3.1.4. ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება განთავსებული საიტზე 2.3.1, 2.3.3 და 2.3.4 პუნქტების დარღვევით, წაიშლება დამომხმარებლის სახელი, რომლითაც განათავსდა ასეთი განცხადება იქნება დაბლოკილი განცხადების შინაარსიდან გამომდინარე.
 
3.2.    განმცხადებელი ვალდებულია
3.2.1. რეგისტრაციისას გამოიყენოს მხოლოდ მის გამოყენება/მოხმარებაში არსებული ელექტრონული ფოსტა და მობილური ტელეფონის ნომერი.
3.2.2. განათავსოს მხოლოდ კორექტული ინფორმაცია, რომელიც არ არღვევს მორალისა და ეთიკის ნორმებს.
3.2.3. უძრავი ქონების განცხადებაში არ მიუთითოს ინტერნეტ-ბმული, სურათად არ დაურთოს კომპანიის ლოგოტიპი ან ბრენდის ნიშანი.
3.2.4. მომხმარებელს ეკრძალება განცხადებაში ნებისმიერი სახის რეკლამირება, ან სხვა საიტის ბმულის მითითება. 
3.2.5. მომხმარებელს არ აქვს უფლება გადასცეს თავისი მომხმარებლის სახელი და პაროლი მესამე პირს.
3.2.6. თუ მომხმარებელ სუჩნდება რაიმე სახის პრეტენზია ან გაუგებრობა სხვა მომხმარებლის მიმართ, იგი წარადგენს თავის პრეტენზიას უშუალოდ მომხმარებელთან (რომლის მიმართაც აქვს პრეტენზია), კომპანიისგან დამოუკიდებლად. იგი ათავისუფლებს კომპანიას (ასევე მის ნებისმიერ თანამშრომელს) ყოველგვარი მოთხოვნებისგან. 
მათშორის:  
·ზარალის კომპენსაციისგან;
·ხარჯების ანაზღაურებისგან და ნებისმიერი დანახარჯის ან აზღაურებისგან დაკავშირებული საიტის მეშვეობით შემდგარ შეთანხმებასთან.   
 
3.3.    კომპანია უფლებამოსილია
3.3.1. კომპანია უფლებამოსილია ცალხმრივად წინასწარი შეტყობინენის გაგზავნის გარეშე შეცვალოს ვებ-გვერდზე განთავსებული განცხადების ვადა.
3.3.2. გაფრთხილების გარეშე შეიტანოს კორექტივები ან მოხსნას განცხადება ვებ-გვერდიდან შემდეგი მიზეზების გამო და ამ შემთხვევაში განმცხადებელს განცხადებისთვის გადახდილი თანხა არ დაუბრუნდება:
-    განთავსებული ინფორმაცია ეწინააღმდეგება წინამდებარე „გამოყენების წესებს“;
-    განცხადების ტექსტი შეიცავს ძალიან ბევრ ორთოგრაფიულ და პუნქტუაციურ შეცდომას;
-    განცხადების სურათები უხარისხოა ან აზრობრივად არ შეესაბამება განცხადების შინაარსს;
-    განცხადება განთავსებულია სხვა რუბრიკაში.
3.3.3. მმართველ კომპანიას უფლება აქვს დადებულ განცხადებას გაუწიოს მომხმარებლის მიერ მითითებული სახისგან განსხვავებული რეკლამირება. 
3.3.4. მმართველი კომპანიას უფლება აქვს შეწყვიტოს ნებისმიერი განცხადების გამოქვეყნება ნებისმიერ დროს. 
3.3.5. მმართველი კომპანია არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე, ასევე შეტყობინების დაკარგვაზე. 
3.3.6. კომპანიას შეუძლია შეცვალოს ეს შეთანხმება ყოველგვარი სპეციალური შეტყობინების გარეშე. შეთანხმების ცვლილებები ასახული იქნება ‘საიტის მოხმარების წესების’ განყოფილებაში. 
 
3.4.    განმცხადებელი უფლებამოსილია
3.4.1. მოხსნას მის მიერ გამოქვეყნებული განცხადება ვადაზე ადრე, დაარედაქტიროს და თავიდან ატვირთოს.
3.4.2. მიიღოს ვებ-გვერდის ფუნქციონალურობით გათვალისწინებული ნებისმიერი მომსახურება.
 
3.5.    მხარეთა პასუხისმგებლობა
3.5.1. კომპანია პასუხს არ აგებს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტესა და ამასთან დაკავშირებით მიყენებულ ზარალზე და მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.
3.5.2. ვებ-გვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებელი ეთანხმება ვებ-გვერდის პრინციპებს და მასთან მუშაობის უფლებებსა და ვალდებულებებს.
3.5.3. მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
 
4.    სხვა პირობები 
4.1.მხარეებს შორის ნებისმიერი დავა გადაწყდება მოლაპარაკებების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4.2.სამომხმარებლო შეთანხმების თაობაზე ყველა შესაძლო დავა გადაიჭრება საქართველოს საკანონმდებლო ნორმების თანახმად.
4.3.საქართველოს ხელისუფლების მიერ ისეთი ნორმატიულ-საკანონმდებლო აქტების მიღების შემთხვევაში, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ შეეხება საიტის ფუნქციონირებას, ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ნებისმიერი ცვლილებები შეიტანოს საიტის ფუნქციონირებასა და სამოხმარებლო შეთანხმებაში, რათა ეს უკანასკნელი ახალ ნორმებს მიუსადაგოს.