30.08.2015 23:10
7 მარტივი საშუალება კბილების გასათეთრებლად - ეს ინგრედიენტები ყველა ოჯახშია
ქათქათა კბილები ყველა ქალის ოცნებაა. თუ სტომატოლოგიურ კლინიკაში ფასები ”იკბინება”, თავად კი ღვინოსა და ყავას თავს ვერ ანებებთ, ისღა დაგრჩენიათ, კბილები შინ გაითეთროთ. ჩვენ 7 წესს გასწავლით, თქვენ აირჩიეთ და გამოსცადეთ. სხვათა შორის, პაემანზე, თვალებისა და თმის შემდეგ მამაკაცი ქალის კბილებს აქცევს ყურადღებას.
ბანანის პილინგი
ბანანის კანისგან კბილების ემალის გათეთრება შეიძლება. კანის შიგნითა მხარე 1 წუთის განმავლობაში ზედა და ქვედა კბილებზე წაისვით. 10 წუთის განმავლობაში პირში წყალი არ გამოივლოთ, შემდეგ მშრალი ჯაგრისით გაიხეხეთ და ასე ყოველდღე.
ჭამეთ ყველი
თავად ყველი კბილებს არ ათეთრებს, მაგრამ კარიესის წარმოშობას უშლის ხელს, რომლის გამოც ემალი მოყვითალო-მოყავისფრო შეფერილობას იღებს.
გაიწმინდეთ კბილები მარწყვით
ტაირა ბენქსი და კეტრინ ზეტა-ჯონსი კბილებს მარწყვით ითეთრებენ. შეგიძლიათ მარწვისგან კბილის პასტაც დაამზადოთ. ამისათვის ორ ცალ მარწყვს დაუმატეთ კოვზის მეოთხედი სოდა და მწიკვი მარილი. ფაფისებური მასა უნდა მიიღოთ და კბილები ჩვეულებრივად გაიხეხოთ.
გამოიყენეთ ვაშლის ძმარი
კბილებსაც გაგითეთრებთ და პირის ღრუში არსებულ ბაქტერიებსაც დაამარცხებს. ნახევარ ჩაის კოვზ ძმარს ამდენივე წყალი შეურიეთ, ჩააწეთ მასში კბილის ჯაგრისი და გაიხეხეთ კბილები. ერთი თვის შემდეგ კბილის ემალი საგრძნობლად გაგითეთრდებათ. კბილების გახეხვის შემდეგ პირში წყლის გამოვლება არ დაგავიწყდეთ.
მოამზადეთ ლიმონის ცედრა
გახეხილი ლიმონის ცედრისა და სოდის ნარევისგან საუკეთესო კბილის პასტა მზადდება. ამ მეთოდით მხოლოდ კვირაში ერთხელ უნდა ისარგებლოთ, რათა ემალი არ გაცვდეს.
ქოქოსის ზეთის სიკეთე
ზეთში ჩააწეთ ბამბის დისკი და კბილებზე წაისვით. გაიჩერეთ 15 წუთი, გამოივლეთ წყალი და კბილები ჩვეულებრივი წესით გაიხეხეთ.
დაიცავით დისტანცია
თუ კბილების გათეთრება ცხოვრების მთავარ მიზნად აქციეთ, გახსოვდეთ, რომ კბილების გათეთრება ძილის წინ ჯობია. 8 საათით მაინც გამორიცხეთ რაციონიდან ყავა, ჩაი, შავი ღვინო და დანარჩენი პროდუქტები, რაც ემალის შეფერადებას იწვევს და რაც მთავარია, თამამად გაიღიმეთ.
‹ დაბრუნება ბლოგში
შემდეგი ჩანაწერი › ბანანის პილინგი