არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

ცოლიანი კაცის აღიარება, რომელიც კვლავ პაემნებზე დადის

მწერალმა ჯარიდ უილსონმა თავის ბლოგზე გულახდილი აღიარება გამოაქვეყნა – აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, მრავალი წელია ცოლი ჰყავს, კვლავ ხვდება ქალს.

და ეს შეხვედრები მას აბედნიერებს! "მინდა ვაღიარო: მე ვხვდები ქალს, თუმცაღა ცოლიანი ვარ".

ის შესანიშნავია. ლამაზი, ჭკვიანი, გამჭრიახი, ძლიერი და მისი რწმენა განუზომელია.

მომწონს მასთან ერთად კაფეში, კინოში, გამოფენებზე სიარული და იმის ხშირად გამეორება, თუ რა ლამაზია. ვერ ვიხსენებ, ბოლოს როდის გავბრაზდი მასზე თუნდაც ხუთი წუთით. როგორც არ უნდა ჩაიაროს ჩემმა დღემ, მისი ღიმილი ყოველთვის მამხნევებს.

ხანდახან სიურპრიზებს მიკეთებს, რაღაც განსაკუთრებულს მიმზადებს. ყოველ ჯერზე ბედნიერებისგან ცას ვეწევი ხოლმე, რომ შევხვდი მისნაირ ქალს, მიუხედავად იმისა, რომ ცოლიანი ვარ.

შენც უნდა სცადო და მიხვდები, რომ შენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. რასაკვირველია, მე ვიგულისხმე, რომ ქალი, რომელსაც სულ ვხვდები, ჩემი ცოლია. აბა, შენ რა იფიქრე?

თუ ცოლი მოიყვანე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრება დამთავრდა. მე მინდა განვაგრძო ცოლთან ერთად პაემნებზე სიარული, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დაქორწინებულები ვართ. არ მიქრება სურვილი, კვლავ დავიპყრო მისი გული მხოლოდ იმიტომ, რომ ერთხელ მითხრა: "მე თანახმა ვარ".

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი