არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

როგორ მოვამზადოთ სპრეი, თუკი თმა გამოგიშრათ ან ბოლოჭამიები გაგიჩნდათ?

დაამზადეთ ეს მარტივი სპრეი, თუ თმა გამომშრალი გაქვთ, ბოლოჭამიები გაგიჩნდათ ან თმამ ბზინვარება დაკარგა.
თმის ძირების გასამაგრებელი
დაგჭირდებათ: 250 მლ გვირილის ნაყენი, 20 წვეთი სელის ზეთი და 5 წვეთი საყვარელი ეთერზეთი. ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად გადაურიეთ, მოათავსეთ პულველიზატორიან ბოთლში და დღეში ორ-სამჯერ შეისხურეთ სუფთა თმაზე.
გამომშრალი თმისთვის
150 მლ მინერალური წყალი, 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, 10 წვეთი საყვარელი ეთერზეთი. ინგრედიენტები ერთმანეთში გადაურიეთ და მოათავსეთ პულველიზატორიან ბოთლში და გამოყენეთ ყოველდღიურად.
დაუმორჩილებელი თმისთვის
ეს სპრეი თმას მორჩილს გაგიხდით, კვებავს მას და აბრეშუმის ბზინვარებასაც მიანიჭებს. დაგჭირდებათ: 100 მლ ჭინჭრის (მონაცვლეობით გვირილის, პიტნის, მწვანე ჩაის) ექსტრაქტი და 2 მლ ეთერზეთი. ინგრედიენტები ერთმანეთში გადაურიეთ და მოათავსეთ პულველიზატორიან ბოთლში. შეისხურეთ თმაზე დაბანის შემდეგ. გამოყენების წინ შეაჭანჭყარეთ.
ვარცხნილობის შესანარჩუნებელი
დაგჭირდებათ: 1 ჭიქა მინერალური წყალი, 1 ცალი ლიმონი, 2 წვეთი სპირტი. ლიმონი დაჭერით, დაასხით მინერალური წყალი და ადუღეთ, სანამ სითხე არ განახევრდება. გადაწურულს და გრილს დაუმატეთ სპირტი. შეისხურეთ ვარცხნილობის გაკეთებამდე და შემდეგ.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი