30.08.2015 23:16
მეტალის ტატუირება - მოდის "ახალი სუნთქვა", რომელზეც მსოფლიოსთან ერთად ქართველი "სელებრითებიც" გადაირივნენ
2015 წლის ახალი მოდური ტენდენცია — ახალი სუნთქვა, რომლის გაკეთება ყველას მოუნდება, მით უმეტეს, დროებითია. ოქროსა და ვერცხლის შეფერილობის მეტალის ტატუები საოცრად მიმზიდველი და მოდურია ნებისმიერ ფორმატში. კარგად ერწყმის მასიურ სამკაულებს.
განსაკუთრებით ლამაზია პლაჟზე. ასე რომ, ზღვაზე დასვენებისას შეგიძლიათ გაილამაზოთ სხეული ამ არაჩვეულებრივი დეკორაციით. ის უკვე ხელმისაწვდომია სხვადასხვა საიტზე, საიდანაცგამოწერა შეგიძლიათ.
განსაკუთრებით ლამაზია პლაჟზე. ასე რომ, ზღვაზე დასვენებისას შეგიძლიათ გაილამაზოთ სხეული ამ არაჩვეულებრივი დეკორაციით. ის უკვე ხელმისაწვდომია სხვადასხვა საიტზე, საიდანაცგამოწერა შეგიძლიათ.
ტატუს მოდელები სხვადასხვა ზომისა და ფორმისაა. მათი გამოყენება სხვადასხვა სახით შეგიძლიათ. სამაჯური გსურთ? სჯობს მზა ლენტები შეიძინოთ; ასევე, კანზე ძალიან ლამაზად ჩანს რამდენიმე ერთგვარი ფიგურა ერთად. ნახატი კანზე 3-5 დღემდე ჩერდება, თუმცა თუ მოშორება მოგინდათ, საკმარისია საპონი და რბილი ფუნჯი.
ყელსაბამის ან რაიმე სახის მძივის შესაქმნელად, კომპლექტი ასევე შეიცავს ორკალიბრიან ჯაჭვს. სტანდარტული ფერებია — ოქროსფერი, ვერცხლისფერი და შავი. ეს ყველაზე მოდური და ელეგანტური ვარიანტია. მათი გამოყენება შეგიძლიათ როგორც დღისით, ასევე ღამით.