30.08.2015 23:17
რატომ აზროვნებენ მამაკაცები და ქალები განსხვავებულად, გენიალური ახსნა
ქალები უფრო რთულად არიან მოწყობილები, ვიდრე მამაკაცები. მამაკაცებს ყველაფერი მარტივად აქვთ, ქალებს — რთულად. კომიკოსი და სპიკერი მარკ გუნვორი ქალსა და მამაკაცს შორის განსხვავებას გენიალურად ხსნის.
მამაკაცის ტვინი — ეს არის მოწყობილობა, სადაც იდეალური წესრიგი სუფევს. მათ ყველაფერი ცალ-ცალკე უჯრებში აქვთ ჩალაგებული: სექსი ერთ უჯრაში, სპორტი — მეორეში, სამსახური — მესამეში. გვაქვს უჯრა ფულისთვის, ავტომობილისთვის, შვილებისთვის და, რა თქმა უნდა, უჯრა ქალებისთვის. ყველაფერს უჯრებში ვინახავთ და გვაქვს ოქროს წესი, სანამ ერთ უჯრაში ვიქექებით, მეორეს ხელს არ ვკიდებთ. თუ კონკრეტული კითხვა გვაწუხებს, იმ უჯრაში ვეძებთ, სადაც მის შესახებ ვინახავთ "დოკუმენტებს".
ქალების ტვინი სხვანაირადაა მოწყობილი, ეს არის დიდი ბურთი, რომელსაც აზრების "მავთულხლართი" აკრავს. მასში ყველაფერი გაერთიანებულია, ფული მანქანასთანაა დაკავშირებული, მანქანა — სამსახურთან, ბავშვები — დედასთან, დედა — ბებიასთან. ბებიაც აუცილებლად რაღაცასთან იქნება დაკავშირებული. ფიქრის ეს მრავალტრასიანი მაგისტრალი ემოციებით იმართება. იცით, რატომ ახსოვთ ქალებს ყველაფერი? როცა ცხოვრების რაღაც კონკრეტულ მომენტს ემატება ემოციები, ის სამუდამოდ რჩება მეხსიერებაში.
კაცებს რატომ აქვთ სხვანაირად? პირველ რიგში, ჩვენ ხშირად გვავიწყდება უჯრების გახსნა-გადახედვა, თანაც, სიმართლე გითხრათ, უემოციო არსებები ვართ; იშვიათად გვაღელვებს რამე. ქალები კი ყველაფერზე ზრუნავენ, განიცდიან. მათ უყვართ ზრუნვა და განცდები.
თანაც, კაცს შეიძლება მხოლოდ ერთი უჯრა ჰქონდეს, რის შესახებაც ქალებმა არ იციან და ის ცარიელი უჯრაა. ეს ჩვენი საყვარელი უჯრაა. რა ჯობია იმას, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში არაფერზე იფიქრო.
რასაც ახლა ვამბობ, მეცნიერულადაც დადასტურებულია. რამდენიმე წლის წინ პენსილვანიის უნივერსიტეტში ცდა ჩაატარეს და დაამტკიცეს, რომ მამაკაცებს მართლა შეუძლიათ ტვინის "გამორთვა", მაგრამ სუნთქვა. ასეთი თვისება ქალებს ჯერ არა აქვთ. ქალის ტვინი არასდროს "ითიშება". ქალებს არა აქვთ ცარიელი უჯრა. ისინი განსაკუთრებულად ღიზიანდებიან მაშინ, როცა ხედავენ მამაკაცს, რომელიც არაფერს აკეთებს.
‹ დაბრუნება ბლოგში
შემდეგი ჩანაწერი › მამაკაცის ტვინი — ეს არის მოწყობილობა, სადაც იდეალური წესრიგი სუფევს. მათ ყველაფერი ცალ-ცალკე უჯრებში აქვთ ჩალაგებული: სექსი ერთ უჯრაში, სპორტი — მეორეში, სამსახური — მესამეში. გვაქვს უჯრა ფულისთვის, ავტომობილისთვის, შვილებისთვის და, რა თქმა უნდა, უჯრა ქალებისთვის. ყველაფერს უჯრებში ვინახავთ და გვაქვს ოქროს წესი, სანამ ერთ უჯრაში ვიქექებით, მეორეს ხელს არ ვკიდებთ. თუ კონკრეტული კითხვა გვაწუხებს, იმ უჯრაში ვეძებთ, სადაც მის შესახებ ვინახავთ "დოკუმენტებს".