არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

15 სასიამოვნო წვრილმანი, რასაც მამაკაცი თქვენთვის აკეთებს

1. გამშვიდებთ, თუ ძილში შფოთავდით. დილით შეიძლება არც გაგახსენდეთ, ღამე საყვარელი ადამიანი როგორ გამშვიდებდათ და არ მიგატოვათ, სანამ არ დამშვიდდით. თავად კი შეიძლება ცხვირში მოარტყით მუშტი, სანამ სიზმარში მონსტრებს ებრძოდით.
2. უნიტაზს თავსაფარს ახურავს. მამაკაცებს, განსაკუთრებით, თუ ის დიდხანს მარტო ცხოვრობდა, ეს თვისება მხოლოდ იმიტომ უჩნდებათ, რომ ქალებს ასიამოვნონ.
3. ქუჩაში სიარულისას გზისპირას დადის. გიცავთ იმ მძღოლებისგან, რომლებმაც შესაძლოა, საჭე ვერ დაიმორჩილონ და ტროტუარზე ამოვარდნენ.
4. ცდილობს, საყოფაცხოვრებო საქმეების კეთებით მოგაწონოთ თავი. საკუთარი ხელით გაკეთებული რემონტიც შეუქეთ და გაფუჭებული ონკანის მოწესრიგებაც. მან ეს თქვენთვის გააკეთა.
5. ცდილობს, გაგანებივროთ. იმედია, გიყვართ იტალიური სამზარეულო, რადგან, თუ ძვირად ღირებული საჩუქრები გიყიდათ, ხელფასამდე მხოლოდ მაკარონის ჭამა მოგიწევთ.
6. იმახსოვრებს თქვენს საყვარელ სასუსნავებს. თუ მოჭიქულ ხაჭოზე გიჟდებით, მარკეტიდან ისე არ ბრუნდება, რომ 2-3 ნუგბარი არ მოგიტანოთ.
7. საბანს მხოლოდ თავის მხარეს არ ქაჩავს. თუ ძილში მთელი საბანი მიისაკუთრეთ და ბაჭიასავით გაეხვიეთ მასში, ძალიანაც რომ სციოდეს, არ გაგაღვიძებთ და საბანს არ აგართმევთ.
8. როცა ხელები დაკავებული გაქვთ, თქვენს ჩანთას ატარებს. გმირობა ის კი არ არის, რომ მძიმე ჩანთების ტარებაში გეხმარებათ, გმირობა ისაა, რომ ქუჩაში ქალის ჩანთით დადის.
9. გვიანობამდე გემესიჯებათ. გგონიათ, ბიჭებს უყვართ სენტიმენტალური მესიჯების წერა და დებილური სმაილიკების გამოგზავნა? არა, ამას იგი მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ თქვენ გასიამოვნოთ.
10. თქვენთან ერთად უყურებს თქვენს საყვარელ სერიალს. თავს იკავებს, რათა არ წამოსცდეს მწარე კომენტარები იდიოტურ დიალოგებზე ან ტანჯვით იკავებს სიცილს.
11. ხელს გხვევთ, თუ შორიახლოს საეჭვო პირი დალანდა. მას თქვენი დაცვა შეუძლია და გამოუვა კიდეც.
12. ისხამს იმ ოდეკოლონს, რომლის სუნიც მოგწონთ.
13. გიმზადებთ ვახშამს, თუ გვიანობამდე მუშაობა მოგიწიათ. და რაც მთავარია, იმას კი არ აკეთებს, რაც
მარტო თვითონ უყვარს, არამედ თქვენს გემოვნურ თვისებებსაც ითვალისწინებს.
14. მუდამ მზადაა თქვენი კომპიუტერის შესაკეთებლად. და არა მარტო მას შეიძლება სხვა ელექტრონივთებიც ანდოთ. თუ თავად ვერ გააკეთებს, იზრუნებს, რომ სხვამ კარგად გაგიკეთოთ.

15. წვერს ყოველდღე იპარსავს. მხოლოდ იმიტომ, რომ მისი კოცნა თქვენთვის სასიამოვნო იყოს, წვერზე საჭმლის სუნი არ ასდიოდეს და უხეში თმით ტუჩებსა და კანს არ გისუსხავდეთ.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი