26.08.2015 16:59
5 რამ, რაც არ უნდა გაუკეთოთ მამაკაცს
დაეხმაროთ ფინანსურად — თუ საყვარელი მამაკაცი ფინანსურ სიდუხჭირეზე გესაუბრებათ, არ ასესხოთ ფული, არ ეძებოთ მეორე სამსახური, დამატებითი შემოსავალი, რათა ყოფა შეუმსუბუქოთ. ეს ყველაზე დიდი შეცდომაა, რის გამოც მილიონობით ქალი დაზარალდა.
აჩუქოთ ძვირფასი საჩუქრები
დაივიწყეთ! მამაკაცისთვის ისიც საჩუქარია, რომ მას სითბოს, სიყვარულს, ერთგულებას ჩუქნით. ნუ ეცდებით საყვარელი მამაკაცის ძვირად ღირებული საჩუქრებით განებივრებას, ეს საფრთხეს შეუქმნის თქვენს ურთიერთობას.
ისმინოთ მისი პრობლემები და შეიცოდოთ
ძალიან ბევრ მამაკაცს უყვარს ქალებთან წუწუნი. ქალს კი სუსტი გული აქვს, მოუსმენს, შეიცოდებს. შედეგად, მამაკაცი თქვენთან საწუწუნოდ ივლის, სხვებთან — გასართობად. როგორც კი საწუწუნოდ გააღებს პირს, უთხარით: ”არა უშავს, შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ და ყველა პრობლემას ადვილად, სხვების დაუხმარებლად მოაგვარებ”.
თუმცა...
თუ ძალიან შეგეცოდათ, ან ქმარი გეწუწუნებათ, დაეხმარეთ, მაგრამ მხოლოდ რჩევებით. დაუსვით კითხვები: ”როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?”, ”აბა, დაფიქრდი, რისი გაკეთება შეიძლება?”, ”როგორ უნდა მოიქცე ასეთ სიტუაციაში?". კითხვები მშვიდად დაუსვით, ბოლოს კი უთხარით, რომ გჯერათ მისი, ის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და თქვენ იამაყებთ მისით. მერე გაეცალეთ, რათა დაფიქრდეს. მამაკაცებს ძალიან სჭირდებათ ცხოვრებისეული გაკვეთილები, პრობლემები, სწორედ ეს რთული სიტუაციები აქცევთ მათ ნამდვილ მამაკაცებად.
რჩევებისა და რეკომენდაციების მიცემა
თუ გკითხათ, როგორ მოიქცეს კონკრეტულ სიტუაციაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რჩევებითა და კონსულტაციებით დაეხმაროთ ან უფრო მეტი, მისი გასაკეთებელი, მოსაგვარებელი საქმე თქვენ შეასრულოთ.
უპატრონოთ დედასავით
ფრაზები: ”ის უჩემოდ დაიღუპება”, ”ვინ უპატრონებს, თუ არა მე” ამოიღეთ ხმარებიდან. ყოველთვის გამოჩნდება სხვა ქალი, ვინც მას უპატრონებს და ფეხებს დაბანს. თქვენ არ გევალებათ მისი კუდში დევნა და ბავშვივით მოვლა. თქვენ ხართ ქალი, რომელსაც პირველ რიგში, უყვარს საკუთარი თავი და არავის მისცემს უფლებას, თავი დააჩაგვრინოს. მამაკაცი კი მუდამ ეცდება, იყოს მოხიბლული თქვენი ცოდნით, განათლებით, სილამაზით, დიასახლისობით და ა.შ.
გახსოვდეთ, მამაკაცი უნდა ცდილობდეს თქვენ შენარჩუნებას, თქვენ განებივრებას საჩუქრებით, დახმარებას, თქვენ ფინანსურად უზრუნველყოფას და არა თქვენ მისთვის.