26.08.2015 17:00
ყველა დროის 13 საუკეთესო ფრაზა, რომელსაც მხოლოდ დედა გვეტყოდა
დედა! რამდენი სითბო და სიყვარულია ამ სიტყვაში! ჩვენი მფარველი-ანგელოზები ყოველთვის პოულობენ სანუგეშო სიტყვებს შვილებისთვის, ყველა ჩვენს ცუდ საქციელზე ხუჭავენ თვალს და მიუხედავად ყველაფრისა, გვამშვიდებენ, გაგვათბობენ და გვეფერებიან.
სპეციალურად თქვენთვის, ვინც ახალ გახდა მშობელი, ყველაზე ორიგინალური და მხიარული ფრაზების ნაკრები – ისინი ალბათ ბავშვობაში დედისგან ყველა ჩვენგანს გაუგონია.
13 რამ, რასაც დედა ბავშვობაში გვასწავლიდა:
1. ლოგიკურად აზროვნება: "იმიტომ, რომ მე ასე ვთქვი, აი რატომ!"
2. გწამდეს ღმერთის: "ილოცე, რომ ეს საშინელება გაირეცხოს!"
3. იფიქრო შედეგებზე: "აი, ისკუპებ ახლა ფანჯრიდან და არ წაგიყვან თან მაღაზიაში!"
4. სხვისი შრომის დაფასება: "თუ ერთმანეთის დახოცვა გაქვთ გადაწყვეტილი, გარეთ გადით, ამ წამს მოვრჩი სახლის დალაგებას".
5. გადალახო შეუძლებელი: "მორჩი ლაპარაკს და ჭამე სუფი!"
6. გამძლეობა: "არ ადგები მაგიდიდან, სანამ ბოლომდე არ შეჭამ!"
7. არ შეგეშინდეს მომავლის: "დამაცადე, სახლში დაგელაპარაკები!"
8. ექსტრასენსობა: "ჩაიცვი ჟაკეტი, ხომ ვიცი, რომ გაყინული ხარ!"
9. როგორ გახდე დიდი: "თუ არ დაიძინებ შუადღისას – არასოდეს გაიზრდები".
10. გენეტიკის საფუძვლებზე: "ყველაფერში მამაშენს გავხარ!"
11. დაინახო ყველაფერში საუკეთესო: "ისევ საღორე მოაწყვე შენს ოთახში!"
12. არ გშურდეს: "დედამიწაზე იმდენი გაჭირვებული ბავშვი ცხოვრობს, ვისაც არ ყავს შენნაირი მშობლები!"
13. მიზეზ-შედეგობრივი კავშირების შესახებ: "ახლავე თუ არ მორჩები ტირილს, მოგხვდება!"
სიყვარულით და იუმორით დედა!
‹ დაბრუნება ბლოგში
შემდეგი ჩანაწერი › სპეციალურად თქვენთვის, ვინც ახალ გახდა მშობელი, ყველაზე ორიგინალური და მხიარული ფრაზების ნაკრები – ისინი ალბათ ბავშვობაში დედისგან ყველა ჩვენგანს გაუგონია.