01.09.2015 18:19
24 წლის ქართველი რეინჯერი, რომელიც ყველას აოცებს
სალომე იოდიძე, 24 წლის ქართელი რეინჯერია, რომელიც ამჟამად კახეთში ცხოვრობს. ცხენზე ჯირითი მამამ ასწავლა. ეს არის გოგო, რომელიც ნებისმიერ ვიზიტორში გაოცებას იწვევს, სალომემ თავის საქმიანობის შესახებ ჟურნალ "თბილისელებთან" ისაუბრა, გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
სალომე იოდიძე: "მარტივი არ არის, თუმცა ძალიან მომწონს ჩემი საქმიანობა. ყველაზე ნაკლებად ის მიქმნის დისკომფორტს, რომ ქალი ვარ. თუშებს არ უკვირთ მსგავსი რაღაცეები. სამუშაო დღეს 8–9 საათზე ვიწყებ და ჩემს ფუნქციებში შედის პატრულირება. ვესაუბრებით ადგილობრივებს, მესაქონლეებს, აღვრიცხავთ გარეულ ცხოველებს, ფრინველებს გამოკითხვისა და ფოტოხაფანგების მეშვეობით. ქალი რეინჯერი გაკვირვებას უფრო ვიზიტორებში იწვევს."