არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაში გათხოვდა

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ბოლო დროს საჯაროდ არსად ჩნდება. ზაფხულში მან საქართველოც დატოვა და ამერიკაში გაემგზავრა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ კოშკელიშვილი ამერიკაში გათხოვდა. მისი რჩეული ბენი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, მათ ერთმანეთი ინტერნეტით გაიცნეს, ჯერ ნუკი გაემგზავრა ამერიკაში, შემდეგ კი ბენი ჩამოვიდა საქართველოში.

ბენის ამერიკაში გამგზავრების შემდეგ, გავრცელდა ხმები, რომ მან ნუკი მიატოვა, თავად ტელეწამყვანიც აღარ საუბრობდა მათ ურთიერთობის შესახებ. ნუკის უახლოესი მეგობრების ცნობით, ბენი ქართველ ტელეწამყვანს რამდენიმე თვის წინ შეურიგდა. მათ სექტემბერში ქორწილიც დაგეგმეს, საქორწინო კაბა უკვე შეკერილია, წყვილი ქორწილს თბილისში გადაიხდის. შემდეგ კი საცხოვრებლად ამერიკაში წავა. რაც შეეხება კოშკელიშვილის გადაცემას "მარაოზე", მას სალომე გოგიაშვილი წაიყვანს.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი