მამაკაცს ქალი სექსის შემდეგ უყვარდება
ქალბატონები ხშირად ფიქრობენ იმაზე, თუ მერამდენე პაემანზეა მიზანშეწონილი პირველი სექსი...როგორ არ გამოიყურებოდნენ ხელმისაწვდომებად და ამავე დროს, ზედმეტად „პატიოსნებად“. დამტკიცებულია, რომ მამაკაცებს სექსის შემდეგ უყვარდებათ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირველივე პაემანზე უნდა დანებდეთ. მამაკაცები ვიზუალით აფასებენ. ისინი თავიდანვე ხვდებიან ის ქალბატონი მოუხდებათ თუ არა. თუ კი, პირველივე რიგში ის მასთან სექსით დაკავებაზე იწყებს ფიქრს. მაგრამ, პირველ პაემანზე მაინცდამაინც ნუ დათანმხდებით მასთან სახლში „ყავის დასალევად“ ასვლას. ამით თქვენ მისთვის უფრო სასურველი გახდებით.
ზოგიერთ ქალს ჰგონია, რომ თუ მამაკაცს სექსზე უარს ეტყვის, ის აღარ დაურეკავს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენადაა მამაკაცი თქვენით დაინტერესებული. თუ მას გარეგნულად მოსწონხართ, თქვენთან ერთად დროს საინტერესოდ ატრებს და ჯერ არ გაქვთ სექსი — ეს სამმაგი ინტრიგაა.
მამაკაცი ნამდვილად დაგირეკავთ. პირველ პაემანზე სექსს თავი რომ აარიდოთ, ნუ გამოიწვევთ მამაკაცს. ნუ ჩაიცვამთ მოკლე კაბას და ამოღებულ დეკოლტეს. მაგრამ თუ მაინც „მოხდა მოსახდენი“, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეორედ აღარ შეხვდებით. ნორმალურ მამაკაცს თუ მოეწონა თქვენთან, მას აუცილებლად მოუნდება კიდევ თქვენთან შეხვედრა. რა თქმა უნდა, მან შეიძლება იფიქროს, რომ თქვენ ყველა მამაკაცთან ასე იქცევით, ამიტომ შეგიძლიათ სიტუაციის გამოსწორება. მაგალითად უთხრათ, რომ მან ძალიან აღგაგზნოთ და თავი ვერ შეიკავეთ, თუმცა არასწორად მიგაჩნიათ, სექსი პირველ პაემანზე. ამით, აგრძნობინებთ მას, რომ ის განსაკუთრებულია და თქვენც პატიოსანი ქალბატონი ბრძანდებით.
მოსაზრება, „რაც უფრო დიდხანს არ მიიკარებთ, მით უკეთესი“- არასწორია. კაცებს არ უყვართ დიდხანს ლოდინი, მისი დაკარგვის რისკი ჩნდება. თუ მეორე პაემანზეც შეიძლება აწვალოთ თაყვანისმცემელი, მესამეზე სექსი უკვე აუცილებელია. სხვა შემთხვევაში მამაკაცებს კომპლექსები უჩნდებათ და ჰგონიათ, რომ თქვენ ის არ გჭირდებათ. და ბოლოს, არასდროს დაურეკოთ პირველი სექსის შემდეგ პირველმა! მიეცით მამაკაცს ინიციატივის გამოვლენის საშუალება. თუ მაინცდამაინც ვერ ითმენთ და გინდათ დარეკვა, ამას რაიმე მიზეზი უნდა გამოუძებნოთ. მაგალითად, მას საათი დარჩა თქვენთან. არავითარ შემთხვევაში მის მიმართ გრძნობებზე არ უნდა ელაპარაკოთ.