არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

20 მიზეზი, რატომ არ ვარ ჯერ კიდევ გათხოვილი

როცა კიდევ ერთხელ დაგისვამენ, ალბათ, ყველაზე გამაღიზიანებელ შეკითხვას, "არ თხოვდები?" – გაეცით ამ 20-დან ერთ-ერთი პასუხი:
1.იმიტომ, რომ ჯერ კიდევ კმაყოფილი ვარ იმით, ვინც ვარ.

2.
იმიტომ, რომ ჯერ არ მიპოვნია ის ერთადერთი, ვისაც მხოლოდ იმიტომ არ გავყვებოდი ცოლად, რომ "უკვე დროა".

3.
იმიტომ, რომ ქორწინება – ეს ხუმრობა არ არის და არ მსურს უბრალოდ ოჯახობანას თამაში.

4
. იმიტომ, რომ არ მინდა ნახევარ წელიწადში გავშორდე.

5.
იმიტომ, რომ გათხოვება არანაირ კავშირში არ არის ასაკთან და ტრადიციებთან.

6.
იმიტომ, რომ გული ჯერ კიდევ მიცემს.

7.
იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემს ძალიან უნდა ჰყავდეს შვილიშვილი, ხოლო მამაჩემს – ადამიანი, რომელიც ჩემზე იზრუნებდა, მე მაინც არ ვარ ამ ყველაფრისთვის ჯერ მზად.

8.
იმიტომ, რომ არ ვიცხოვრებ ადამიანთან, სანამ არ ვიქნები დარწმუნებული, რომ ახლოს ვარ მასთან ემოციურად და გონებრივად.

9.
იმიტომ, რომ მსუბუქი ნაცნობობის თანამედროვე კულტურა ყველაფერს აფუჭებს.

10.
იმიტომ, რომ ჯერ არ მიპოვნია ის, ვისაც ჩემი იარები შეუყვარდებოდა.

11.
იმიტომ, რომ საკმარისად ძლიერი ვარ იმისათვის, რომ ვიყო მარტო.

12.
იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტან მარტოობას, ის მე მაძლევს სიმშვიდისა და უსაფრთხოების შეგრძნებას – ამას კი დიდი ხანია ვეძებდი.

13.
იმიტომ, რომ არ მინდა დავიჯერო, რომ ყველა ქორწინება ტანჯვაა და რომ ქორწინებაში სიყვარული კვდება.

14.
იმიტომ, რომ არ მინდა დავირღვიო ჩემი სამყარო მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებას ასე სურს.

15.
იმიტომ, რომ მე ქორწინებაზე ვფიქრობ და არა ქორწილზე.

16.
იმიტომ, რომ მე ჯერ კიდევ მინდა ვიცეკვო, ვწერო, ვიცინო და ვიმღერო და არ მსურს, ყველაფერი ეს ვინმემ დამიშალოს.

17.
იმიტომ, რომ ღმერთს ჯერ არ დაუსრულებია ჩემი ისტორიის წერა იმისათვის, რომ ის სხვამ წაიკითხოს.

18.
არა იმიტომ, რომ ჩემი მეგობრები ჩემზე "აქტიურები" ან "ჭკვიანები" არიან, რადგან ადრე შექმნეს ოჯახები. უბრალოდ, ჩვენ, ყველას ცხოვრების სხვადასხვა გეგმა გვაქვს.

19.
არა იმიტომ, რომ ზედმეტად "მომთხოვნი" ვარ ან დიდი წარმოდგენა მაქვს საკუთარ თავზე. უბრალოდ, ვცდილობ, ვიპოვო ის, ვინც შეძლებს გამაღიმოს.

20.
და არა იმიტომ, რომ მე უიმედოდ რომანტიკოსი ვარ; უბრალოდ, მე მჯერა სიყვარულის.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი