არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

რა მიზეზით ქრება სიყვარული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ, ბევრი თქვენგანი შეუწუხებია საყოველთაო დილემად ქცეულ კითხვას, რატომ ქრება წყვილებს შორის სიყვარული და თუ გაქრობას ექვემდებარება გრძნობა, არის კი ის საერთოდ ღირსი, სიყვარულად იწოდებოდეს?

ადამიანებს, მათი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე, სხვადასხვა ფსიქოლოგიური მახასიათებელი გააჩნიათ. აქვთ ნაკლი და აქვთ ღირსებები, ხოლო პარტნიორის მხრიდან ჩვენი ნაკლის გამუდმებით აფიშირებას და დემონსტრაციულ მოთხოვნას ხშირად მივყავართ ხოლმე ურთიერთობების გაცივებამდე.

რაღა თქმა უნდა, სიყვარულის გაქრობის სხვა მიზეზებიც მოიპოვება, მაგრამ ურთიერთობაში ყველაზე ხშირად "ცეცხლი" ზუსტად რომ ზემოხსენებული ნაკლოვანებების მიმართ შეუწყნარებლობის გამო ქრება… მაშ ასე, როდის ხუნდება სიყვარული ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნისთვის და რა უნდა გავაკეთოთ პარტნიორის მხრიდან ხანგრძლივი და რაც მთავარია, მხურვალე გრძნობების შესანარჩუნებლად.

მაშ ასე, თუკი თქვენი პარტნიორი ვერძია,მას ურთიერთობაში "ტემპერატურა" სჭირდება. პერიოდულად მაინც, თუ ყოველთვის არა, მიეცით თქვენს ვერძს საშუალება "კვამლის გამოსაშვებად", ეკამათეთ ან შეეჯიბრეთ ერთმანეთს თუნდაც კროსვორდების ამოხსნაში. ასე იგი არასოდეს დაკარგავს თქვენდამი ინტერესს.

კუროთუა თქვენი მეორე ნახევარი, მას, ვერძისგან განსხვავებით, აბსოლუტური სტაბილურობა სჭირდება. ხშირად გაანებივრეთ ხოლმე გემრიელი ვახშმით, ზრუნვითა და კომფორტით. თუკი იგი თავს თქვენ გარემოცვაში დაცულად და მშვიდად გრძნობს, მერწმუნეთ, სხვა "საძოვრების" ძიებას არასოდეს დაიწყებს.

ტყუპითუა თქვენი სიყვარულის ობიექტი, ხშირად ესაუბრეთ მას არა მხოლოდ ოჯახურ თემებზე და სამსახურის შემდეგ, არამედ დღის მანძილზეც მუდმივად იქონიეთ მასთან მიმოწერა "მესიჯებით". ბევრი იუმორი და ცოტა კრიტიკა გაურიეთ თქვენს ურთიერთობაში. ეს ნაცადი ხერხია ტყუპების "მოსაშინაურებლად".

კირჩხიბი თუა თქვენი პარტნიორი, პირველ რიგში, პატივი ეცით და დაუმეგობრდით მის დედას, შემდგომ ამისა, ზოგადად, მის ნათესავებს. მაქსიმალურად გამოხატეთ პარტნიორის მიმართ ემოციური მხარდაჭერა, როცა იგი ნერვიულობს რაიმეზე. აგრძნობინეთ, რომ მის გვერდით ხართ, როგორც "მზრუნველი, მეორე დედა/მამა".

ლომითუა თქვენი მეორე ნახევარი, არასოდეს გადაეჩვიოთ მისით აღფრთოვანებას. ლომებს პარტნიორის აღტაცებული თვალები უყვართ თავად სიყვარულში. ამიტომ ხშირად უთხარით კომპლიმენტები თქვენს ცეცხლოვან მეწყვილეს. ხშირად ისეც, უმიზეზოდ…

ქალწულითუა თქვენი პარტნიორი, დაიცავით მასთან წესრიგი და დისტანცია. პატივი ეცით მის ჩვევებს, რომლებსაც ქალწული არანაირი სიყვარულის გამო არ ღალატობს. ნურასოდეს დასცინებთ მის კვების რეჟიმს ან მიდრეკილებას ზოგადად, დაგეგმილად იცხოვროს. თუკი იგი თქვენში მონათესავე სულს ამოიცნობს, დიდხანს ან სამუდამოდაც შეაბერდებით ერთმანეთს.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი