არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

10 ბანალური მეთოდი, ვისწავლოთ ცოტა ჭამა

ცნობილი რუსი ბალერინას, მაია პლისეცკაიას ეფექტურად გახდომის საიდუმლო და დევიზი იყო: "მორჩი ჭამას!" მაგრამ როგორ?
გთავაზობთ ფსიქოლოგებისა და დიეტოლოგების მიერ შემუშავებულ 10 მეთოდს, რათა ვისწავლოთ ცოტა ჭამა. სცადეთ, ისინი მართლაც მუშაობს!

1. დაიჭირე ჩანგალი/კოვზი მარცხენა ხელში (ცაციებმა პირიქით – მარჯვენაში)

ან სულაც გადადი ჩინურ ჩხირებზე. დიახ, დიდხანს და ტანჯვით შეჭამ, მაგრამ მალე დანაყრდები.

2. ჭამე ცივი ფერის ჭურჭლიდან

დიდი ხანია, თბილი ფერები მადის გამაძლიერებლად მიიჩნევა, ხოლო ცივი ფერები – ლურჯი, შავი, იისფერი – პირიქით, კლავს მადას. თეთრი ფერი ნეიტრალურია. ასე რომ, განაახლე შენი სადილის სერვიზი.

3. ჩაეხუტე, მოეფერე!

ჩახუტება სასარგებლოა სხეულისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს ვეხუტებით ან თუნდაც, უბრალოდ, ვეფერებით საყვარელ ოთხფეხას. ამ დროს ტვინში ნდობის ჰორმონი — ოქსიტოცინი გამოიყოფა. შვეიცარიისა და ბელგიის მეცნიერთა ექსპერიმენტების შედეგებმა აჩვენა, რომ ეს ჰორმონი ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს და კლავს მადას!

4. არ ჭამო უცხიმო პროდუქტები

ისინი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მტერია მათთვის, ვისაც სურს მიეჩვიოს ცოტა ჭამას. "არაფერია საშიში, ის ხომ უცხიმოა", — ვფიქრობთ ჩვენ და რამდენსაც გვინდა, მივირთმევთ. მართალია, მასში ცხიმი არ არის, მაგრამ სწრაფი ნახშირწყლები რამდენიც გინდა.

5. ჭამე მამაკაცების კომპანიაში

ფსიქოლოგები დარწმუნდნენ: ქალები ბევრად ნაკლებს ჭამენ, თუკი მათ პირისპირ მამაკაცი ზის.

6. ვარდის სურნელი

უცნაურია, მაგრამ ვარდის არომატი მადას კლავს. მიანიშნე ამის შესახებ შენს საყვარელ მამაკაცს.

7. სირბილით იარ!

ნახევარსაათიანი აერობიკული დატვირთვა სისხლში შაქრის დონეს ამაღლებს, რის გამოც შიმშილის გრძნობა ქვეითდება. ასე რომ, გაემართე სარბენად ან ფეხით სასეირნოდ მაინც.

8. ჭამე ცილა

სუფთა ცილის დღიური ნორმა – 90 გრამს უნდა შეადგენდეს. გაანაწილე ის საკვების 4-5 მიღებაზე და სულ დანაყრებული იქნები.

9. ნუ გაიყინები

ევოლუციურად ჩვენი ორგანიზმი სიცივეში ცხიმის დაგროვებას მიეჩვია, ალბათ, იმიტომ, რომ გაზაფხულამდე მივაღწიოთ. თუ გცივა – ეს იმას ნიშნავს, რომ გშია კიდეც. ასე რომ, ეცადე, ზამთარშიც კი იყო თბილად.

10. გადადე საჭმელი 10 წუთით
ხანდახან, განსაკუთრებით, სტრესის დროს, ჩვენი ტვინი დაღლასა და შიმშილს ერთმანეთში ურევს. რაიმეს შეჭმა მოგინდა? დახუჭე თვალები და შეეცადე, 10 წუთით დაისვენო. თუ შიმშილის გრძნობამ მაინც არ გაგიარა – ჭამე, მაგრამ თუ თავი უკეთ იგრძენი, ესე იგი, ის დაღლა იყო და არა შიმშილი.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი