არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

ყველაზე უფრო შეუთავსებელი წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

კაცობრიობის დასაბამიდან მოყოლებული, ადამიანები მუდმივად ცდილობენ, გაარკვიონ მათთვის ყველაზე ჰარმონიული პარტნიორის ვინაობა და მონახონ ის ერთადერთი, ვინც სრულ სულიერ სიცარიელეს შეუვსებს.
ასტროლოგები თვლიან, რომ თუ ზოდიაქოს წრეს გულდასმით დააკვირდებით, დილეტანტის დონეზე მყოფიც კი მიხვდებით, რომელი ზოდიაქოს ნიშანია თქვენთან ნაკლებად ან თითქმის არათავსებადი.

ყველაზე მეტად ერთმანეთთან საერთო ენის პოვნა უჭირთ ნიშნებს, რომელთა შორისაც რიგითობის მიხედვით ორი ნიშანია განლაგებული, ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თქვენგან მეოთხე ან თქვენამდე მეოთხე ზოდიაქოს ნიშანი რიგითობის მიხედვით.

მეორე მეთოდი, რომლითაც წყვილების თავსებადობა გამოითვლება, ეს არის მათი სტიქიების მიხედვით დაყოფის პრინციპი. ასტროლოგიურად ოთხი სტიქია არსებობს. მათ შორის მიწა და ჰაერი განასახიერებს გონებას, ხოლო ცეცხლი და წყალი შეესაბამება ემოციებს და ვნებას. ამიტომ ზოდიაქოს ნიშნები, ისეთი, როგორიცაა: სასწორი (ემოციები, რომანტიკა), ნაკლებად თავსებადია თხის რქასთან (პრაქტიციზმი, ლოგიკურობა).

თუმცა, ასტროლოგების უმეტესობა უფრო კონკრეტულადაც იძლევა ინფორმაციას იმის თაობაზე, მაინც რომელი წყვილები ვერ უგებენ ყველაზე მეტად ერთმანეთს სიყვარულსა და ოჯახურ ცხოვრებაში.

მათ შორის არიან: კირჩხიბი და სასწორი.კირჩხიბის ემოციური და ეჭვიანი ბუნება ტრავმირებულიასასწორის სოციალურობით და კომუნიკაბელურობას, რომელიც ამ ნიშანს ზოგადად ახასიათებს, კირჩხიბი ხშირად აღიქვამს, როგორც ღალატის წინაპირობას.

მერწყული და თევზები.ამ წყვილში უმთავრესი პრობლემა მერწყულის ემოციური სიცივე და თევზების ეგოიზმია. წყლის ნიშნები გადამეტებულ ყურადღებასა და სითბოს ითხოვენ პარტნიორებისგან, მაშინ, როცა ცვალებად და მრავალმხრივი ინტერესების მქონე მერწყულს ნაკლებად შეუძლია მხოლოდ ერთ ადამიანზე კონცენტრირდეს.

მორიელი და მშვილდოსანი. დრამატული და უმეტეს შემთხვევაში, მტრული წყვილია. მორიელის ეჭვიანი ბუნება ვერასოდეს შეეგუება მშვილდოსნის თავქარიანობას და ზედმეტ ოპტიმიზმს. მორიელი ფრთხილი და წინდახედულია, მშვილდოსანი კი იშვიათად დარდობს და ფიქრობს ხვალინდელ დღეზე.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი