არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

თვის რომელი დღეებია ხელსაყრელი თმის შესაჭრელად, შესაღებად, ეპილაციისთვის და დიეტის დასაწყებად - სექტემბრის სილამაზის კალენდარი

1. არ შეიჭრათ თმა. აქცენტი გადაიტანეთ ”ჩოლკაზე”. კარგი დღეა სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად, დიეტის დასაწყებად. დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
2

თმა ნატურალურ ფერზე შეიღებეთ. დადებითი ენერგიის მოსაზიდად თმა ხშირად დაივარცხნეთ. მოუარეთ კანს და გაიკეთეთ ეპილაცია. საყვარელ ადამიანს მოუწყვეთ რომანტიკული ვახშამი.

3


თმა არც შეიჭრათ, არც შეიღებოთ. სხვა დღისთვის გადადეთ ვიზიტი სტომატოლოგთან. მიიღეთ არომატული აბაზანა. დღე დაუთმეთ ოჯახს, ტრადიციების აღდგენას.

4


თმა ღია ფერში შეიღებეთ. გააუმჯობესეთ კონტაქტები. მუშაობისას მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს.

5


თავის დაბანის შემდეგ თმაზე სამკურნალო ბალახების ნაყენი გადაივლეთ. კარგი დღეა კბილების სამკურნალოდ.

6


დადებითი ენერგიის მისაზიდად თმა დაიხვიეთ. მოერიდეთ ავანტიურულ და სარისკო საქმიანობას. სიფრთხილე გმართებთ ნებისმიერი საქმიანობისას.

7


არ შეიჭრათ თმა. მეტი ყურადღება მიაქციეთ სახის კანისა და დეკოლტეს ზონას. ყური დაუგდეთ გარშემო მყოფების რჩევებს. კარგი დღეა მოგზაურობისა და მგზავრობის დასაწყებად.

8


თმა არც შეიჭრათ, არც შეიღებოთ. დღევანდელი დღის დევიზია: ”შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი”. იყავით დაკვირვებული. ნუ გადაიღლებით. შეამცირეთ ალკოჰოლი, სიგარეტი, ცხარე საკვები.

9


კარგი დღეა დიეტის დასაწყებად. გაიკეთეთ ფეხების მასაჟი. მეტი დრო გაატარეთ სახლში. გამონახეთ დრო ავეჯის, ფეხსაცმლის შესაკეთებლად.

10


კარგი დღეა იმიჯის შესაცვლელად. მაქსიმალურად შეამცირეთ შეხვედრები, მათ შორის, საქმიანიც. სასურველ შედეგს ისინი ვერ მოგიტანენ. ნაკლები ილაპარაკეთ.

11


თმის შეჭრით მამაკაცების ყურადღებას მიიქცევთ, შეღებვას კი არ გირჩევთ. კარგი დღეა ყიდვა-გაყიდვისთვის, მისამართის შესაცვლელად. მოერიდეთ სტრესებს, აკონტროლეთ ემოციები.

12


თმის შეჭრა-შეღებვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ დაიწყოთ ახალი პროექტები. სხვა დღისთვის გადაიტანეთ ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა და საქმე.

13


გაიკეთეთ ნაწნავი. არ მიიღოთ ალკოჰოლი და არ ჩაიტაროთ ვაქცინაცია. ახალმიღებული ინფორმაცია მეტ ყურადღებას საჭიროებს. შეიძინეთ ავეჯი, შეიცვალეთ მისამართი.

14


თმის შეჭრით გარშემო მყოფებთან დამოკიდებულებას გაიუმჯობესებთ. სახეზე წაისვით მკვებავი კრემი. განაახლეთ გარდერობი, გაიკეთეთ განსხვავებული მაკიაჟი.


15

არ გაიუფერულოთ თმა, მაგრამ ხშირად დაივარცხნეთ. იყავით გულუხვი გარშემო მყოფების მიმართ. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. კარგია ვარჯიში.

16


თმა არც შეიჭრათ, არც შეიღებოთ. კარგ შედეგს მოგიტანთ მასაჟი. მეტი დრო გაატარეთ სახლში. ნაკლები ილაპარაკეთ. მოერიდეთ მკვეთრ ილეთებსა და მოძრაობებს.

17


თმის შეჭრით ცოტათი გამდიდრდებით. თმა ღია ფერში შეიღებეთ. არ იჭორაოთ და არც არავინ მოატყუოთ. მხოლოდ ის საქმეები დაიწყეთ, რომელთა წარმატებაშიც დარწმუნებული ხართ.

18


არ შეიჭრათ თმა. დაეხმარეთ გაჭირვებულებს. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. იღბალი სიურპრიზებს გპირდებათ.

19


დადებითი ენერგიის მისაზიდად დაიხვიეთ თმა. თავის დაბანის შემდეგ თმაზე სამკურნალო ბალახების ნაყენი გადაივლეთ. გარშემო მყოფებს მხოლოდ დადებითი უსურვეთ.

20


თმის შეჭრით ცხოვრებას გაიხალისებთ. მოერიდეთ ფიზიკურ აქტივობას, გადაღლას. კარგი დღეა ორგანიზმის გასაახალგაზრდავებლად. ივარჯიშეთ.

21


კარგ შედეგს მოგიტანთ მასაჟი. ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. გეკრძალებათ ზარმაცობა. მეტი ყურადღება მიაქციეთ კრიტიკას და გაითვალისწინეთ შეცდომები.

22


თმა ნატურალური ინგრედიენტებით შეიღებეთ. გაიკეთეთ მანიკიური. კარგია საუნა, აბანო. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენას. ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ.

23


თუ გსურთ, ცხოვრება გაიხალისოთ, თმის ბოლოები მაინც შეიჭერით. გაიკეთეთ მანიკიური. აკონტროლეთ ემოციები და სურვილები. ნაკლები ილაპარაკეთ, მეტი
მოისმინეთ.


24


კარგი დღეა თმის შესაღებად. მოერიდეთ ფიზიკურ აქტივობას, გაუფრთხილდით ხერხემალს. ნაკლებად გამოიყენეთ ბასრი და წვეტიანი საგნები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.

25


კარგ დღეა თმის შესაჭრელად და შესაღებად. მეტი იარეთ ფეხით. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი და მოთმინება. კარგი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის.

26


თმის შეჭრა წარმატებას მოგიტანთ. გადახედეთ წარსულს, გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან.

27


თმა მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებით, ისიც მუქ ფერში შეიღებეთ. ყველა ღონე იხმარეთ, რათა გაიუმჯობესოთ იღბალი, საცხოვრებელი პირობები. საქმიანობა.

28


თმა არც შეიჭრათ, არც შეიღებოთ. სხვა დღისთვის არ გადადოთ დღეს გასაკეთებელი საქმეები. კარგი დღეა ვარჯიშისთვის, ფიზიკური აქტივობისთვის. აკონტროლეთ ემოციები. მოერიდეთ კონფლიქტს.

29


გაიკეთეთ ნაწნავი. კარგი დღეა სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად, დიეტის დასაწყებად. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან.

30


თმის შეჭრას არ გირჩევთ, შესაღებად კი ნატურალური საღებავი გამოიყენეთ. კარგი დღეა სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად, დიეტის დასაწყებად. სხვა დღისთვის გადადეთ ვიზიტი სტომატოლოგთან.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი