არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

მტვრისგან გათავისუფლების ყველაზე ორიგინალური მეთოდი: ერთდროულად მარტივიც და სახალისოც!

სახლის დალაგება რომ რუტინად არ გექცეთ, ის სახალისო და ეფექტური უნდა გახადოთ. მტვრისგან გათავისუფლების ეს მეთოდი მარტივია და ამასთან, ძალიან სახალისო.

დაგჭირდებათ:

სუფთა წინდები (სასურველია პირსახოცის)

ლიმონის კანი

რამდენიმე წვეთი ლიმონის წვეთი ან ეთერზეთი;

წყალი და ძმარი – პროპორციები 1:1;

დიდი შუშის ქილა.

თუკი აიღებთ 2-ლიტრიან ქილას, მასში 6 წყვილი წინდა ჩაეტევა და ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ 1 სუფრის კოვზი ძმარი, 1 სუფრის კოვზი წყალი და 3 ლიმონის კანი.

ინსტრუქცია:

1. პირსახოცის წინდები ამოატრიალეთ უკუღმა პირზე.

2. ქილაში ჩაასხით წყალი და ძმარი, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვეთი ან ეთერზეთი. იმისათვის, რომ ზეთმა არ იცურაოს ზედაპირზე, თავიდანვე შეურიეთ ის ძმარს.

3. მიღებულ სითხეში კარგად დაასველეთ წინდები და გაწურეთ.

4. დადეთ წინდა მაგიდაზე და ტერფის ადგილას დააწყვეთ ზოლებად დაჭრილი ლიმონის კანი. ამის შემდეგ გადაახვიეთ ის და მოათავსეთ ქილაში. გაიმეორე ეს ქმედება სხვა წინდებზეც, სანამ ქილა მთლიანად არ გაივსება.


როცა მტვრის გადაწმენდა დაგჭირდებათ, ამოიღეთ ქილიდან წინდა, გადააგდეთ მასში გახვეული ცედრა, ჩამოიცვით ხელზე და გაწმინდეთ ავეჯის ზედაპირი.

შესრულებული სამუშაოს შემდეგ გარეცხეთ წინდები და გაიმეორეთ პროცედურა ხელახლა. გამოსცადეთ ეს მეთოდი, არ ინანებთ!

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი