არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

10 რეკომენდაცია მათ, ვისაც სურს, მამაკაცმა კუდში სდიოს

ყველა ქალი ოცნებობს, რომ საყვარელი მამაკაცის გული დაიპყროს, მაგრამ არ იცის როგორ მოიქცეს. გამოცდილი, ბედნიერი ქალების რჩევებით სასურველს აუცილებლად მიაღწევთ.
1. იყავით ლამაზი

რაც არ უნდა ილაპარაკონ სულის სილამაზეზე, მამაკაცი პირველ რიგში ყურადღებას ქალის ვიზუალს აქცევს. თუ გსურთ მამაკაცის ყურადღება მიიქციოთ, მოუარეთ საკუთარ თავს. მოწესრიგებული თმა, ზომიერი მაკიაჟი. უფრო მიმზიდველს გაგხდით. მთავრია, გახსოვდეთ ერთი ჭეშმარიტება: უნდა გაიპრანჭოთ, როგორც მილიონი ასევე მხოლოდ ერთი ადამიანისთვის.

2. სხვებისგან გამორჩეული


ლამაზი და მოვლილი უნდა იყოთ, მაგრამ ზოგჯერ მამაკაცებს ყველასგან გამორჩეული ქალები უყვარდებათ. ეცადეთ, თავადაც გამორჩეული იყოთ სხვებისგან, თუნდაც მხოლოდ თქვენთვის დამახასიათებელი ჟესტი, მანერა გქონდეთ.

3. დახვეწეთ სიარულის მანერა


მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე შემდგარი ქალი აუცილებლად მიიქცევს მამაკაცის ყურადღებას, მაგრამ ლამაზი სიარულით ყველა ვერ დაიკვეხნის. თუ დაბალქუსლიან ფეხსაცმელზე მხრებში გასწრებული და ლამაზი ნაბიჯებით დადიხართ, უმჯობესია, მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე სიარულით თავი არ გაიტანჯოთ.

4. გაიღიმეთ


მამაკაცებს მომღიმარი გოგონები მოსწონთ, რადგან მხიარულ ადამიანთან სასიამოვნოა ურთიერთობა. არ დაკვირვებიხართ, რომ ქალი შეიძლება მახინჯიც იყოს, მაგრამ მუდამ იღიმოდეს და მამაკაცების არმია ჰყავდეს თაყვანისმცემლებში?..

5. იყავით მოვლილი


საკუთარი ქმრის წინაშეც კი არ უნდა წარდგეთ დასავარცხნით თმითა და რეცხვისგან ფორმადაკარგული ხალათით. მართალია, მუდამ გამოპრანჭვის განწყობა არ გექნებათ, მაგრამ როცა მოვლილად გამოიყურებით, თავადაც კარგ განწყობაზე დგებით და მამაკაციც აღფრთოვანებული შემოგციცინებთ თვალებში.

6. ნუ იქნებით აგრესიული


მამაკაცებს ეშინიათ ზედმეტად აქტიური და აგრესიული ქალების. მათ სურთ თავად მოინადირონ სასურველი ქალი და არა თავად იყვნენ ნანადირევის როლში; მიეცით მამაკაცს უფლება თავად გდიოთ და მოინადიროს თქვენი გული.

7. ჭკვიანი ქალები მარტოხელები რჩებიან


რადგან მათ მამაკაცებთან კამათი შეუძლიათ. ისინი ყველა საკითხში ერკვევიან და ყველა კითხვაზე აქვთ პასუხი. მამაკაცი ვერ აიტანს გვერდით ქალს, ვინც მასზე მეტი იცის და ამას დაუფარავად ამჟღავნებს. ჭკვიანი იყავით თქვენს სფეროში, თქვენთვის, მამაკაცთან კი ცოტა უნდა ისულელოთ.

8. ნუთუ მამაკაცის გარეშეც კარგად ხართ?

თანამედროვე ქალი ცდილობს, დაარწმუნს მამაკაცი, რომ არ სჭირდება იგი. ამიტომაც არის მარტო. იყავით ისეთი, რომ მამაკაცს მუდამ თქვენზე ზრუნვა, თქვენი დაცვა უხდებოდეს.

9. იყავით მოსიყვარულე

ყველა უსიამოვნება ნიღბის ქვეშ დამალეთ და მამაკაცის გვერდით იყავით ალერსიანი, მოღიმარი და მშვიდი. ყინულივით ცივი ან ვამპირი ქალები იშვიათად არიან პირად ცხოვრებაში ბედნიერები. კი, იზიდავენ, მამაკაცებს, მაგრამ ცოტა ხნით.

10. დააფასეთ საკუთარი თავი


ნუ ჩამოეკიდებით კისერზე პირველ შემხვედრ მამაკაცს. ხოლო თუ სასურველ მამაკაცს თავი ვერ მოაწონეთ, გაეცალეთ.

ქალი, რომელმაც საკუთარი თავის ფასი იცის, არის ალერსიანი, მოღიმარი, უვლის საკუთარ თავს, არ აბეზრებს მამაკაცს თავს გონიერებითა და აგრესიით, დიდხანს მარტო არ დარჩება, მის გვერდით აუცილებლად გამოჩნდება ღირსეული მამაკაცი.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი