31.08.2015 23:35
თმის ხშირი ღებვა ონკოპათოლოგიების რისკს ზრდის! როგორ შევიცვალოთ ფერი რისკის გარეშე?
ამერიკელი ექიმები ამტკიცებენ, რომ ქალი, რომელიც რეგულარულად იღებავს თმას, ონკოპათოლოგიებისადმია მიდრეკილი, ხოლო ბრიტანელი მედიკოსების აზრით, თმის ხშირმა, რეგულარულმა ღებვამ შეიძლება ღვიძლის დაშლა გამოიწვიოს.
ამ დასკვნების გამო თმის შეღებვას ქალები თავს არ დაანებებენ, სამაგიეროდ ფეხმძიმეებს ნამდვილად მეტი სიფრთხილე მართებთ. რა ზიანი შეიძლება მოუტანოს საღებავმა ნაყოფს? საღებავები ბავშვებისთვის რამდენიმე საშიშ ნივთიერებას შეიცავენ: ამიაკს, პარაფენილენდიამინს, წყალბადის ზეჟანგს, რეზორცინს.
ამიაკის განსაზღვრა მძაფრი სუნის მიხედვით შეიძლება, რომელიც ზოგ შემთხვევაში თავის ტკივილს, ლორწოვანი გარსის ანეთებას, გულისრევასა და გულის წასვლას იწვევს. მის სუნს განსაკუთრებით ვერ იტანენ ფეხმძიმეები, ვისაც ტოქსიკოზი აწუხებს.
ამიაკი ფილტვებიდან სისხლში ხვდება, მან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ემბრიონის განვითრებაზე. ამიტომ, ფეხმძიმობისას ამიაკიანი საღებავით თმას ნუ შეიღებავთ. ხოლო, თუ ფეხმძიმეს თანდასწრებით სხვა იღებავს, პროცესის დროს არგად გაანიავეთ შენობა.
პარაფენილენდიამინსაც შეუძლია ალერგიის გამოწვევა. ორგანიზმში დაგროვებისას იგი კიბოს იწვევს. განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა მუქი ფერის თმის საღებავებში.
წყალბადის ზეჟანგი გამოიყენება თმის გასაღიავებლად. თუმცა, ფეხმძიმეებს თმის გაღიავებას არავინ ურჩევს. ის არღვევს თმის სტრუქტურას და შეუძლია წნევის ცვალალებადობა გამოიწვიოს.
რეზორცინი — შეუძლია იმუნიტეტის დაქვეითება და თავის კანის გაღიზიანების გამოწვევა.
როგორც ხედავთ, თმის შეღებვას კარგი არაფერი მოაქვს, უმჯობესია, თმა შეიჭრათ, ახალი ვარცხნილობა გაიკეთოთ და ფერების ცვლა მომავლისთვის გადადოთ.
გამოუვალი სიტუაციისთვის:
თუ თმის შეღებვაზე უარს ვერ ამბობთ, ზოგიერთი წესის გათვალისწინება მაინც მოგიწევთ, რათა არ ავნოთ არც ნაყოფს და არც საკუთარ თავს.
1. არავითარ შემთხვევაში არ შეიღებოთ თმა პირველ 16 კვირამდე. ამ დროს ყალიბდება პატარა და მშობიარობამდე 2-3 კვირით ადრე.
2. დანარჩენ დროს თმის შეღებვა დასაშვებია, მაგრამ შემდეგი წესების დაცვით: ისეთი საღებავი შეარჩიეთ, რომ მაქსიმალურად ახლოს იყოს თქვენი თმის ფერთან;
3. თმა შეიღებეთ ტრიმესტრში ერთხელ;
4. შეღებვამდე აუცილებლად ჩაიტარეთ ტესტი ალერგიაზე;
5. უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივ, ორგანულ, უამიაკო, ნახევრად მდგრად საღებავებს. შეცვალეთ ქიმიური საღებავი ინითა და ბასმით.
‹ დაბრუნება ბლოგში
შემდეგი ჩანაწერი › ამ დასკვნების გამო თმის შეღებვას ქალები თავს არ დაანებებენ, სამაგიეროდ ფეხმძიმეებს ნამდვილად მეტი სიფრთხილე მართებთ. რა ზიანი შეიძლება მოუტანოს საღებავმა ნაყოფს? საღებავები ბავშვებისთვის რამდენიმე საშიშ ნივთიერებას შეიცავენ: ამიაკს, პარაფენილენდიამინს, წყალბადის ზეჟანგს, რეზორცინს.
ამიაკის განსაზღვრა მძაფრი სუნის მიხედვით შეიძლება, რომელიც ზოგ შემთხვევაში თავის ტკივილს, ლორწოვანი გარსის ანეთებას, გულისრევასა და გულის წასვლას იწვევს. მის სუნს განსაკუთრებით ვერ იტანენ ფეხმძიმეები, ვისაც ტოქსიკოზი აწუხებს.
ამიაკი ფილტვებიდან სისხლში ხვდება, მან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ემბრიონის განვითრებაზე. ამიტომ, ფეხმძიმობისას ამიაკიანი საღებავით თმას ნუ შეიღებავთ. ხოლო, თუ ფეხმძიმეს თანდასწრებით სხვა იღებავს, პროცესის დროს არგად გაანიავეთ შენობა.
პარაფენილენდიამინსაც შეუძლია ალერგიის გამოწვევა. ორგანიზმში დაგროვებისას იგი კიბოს იწვევს. განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა მუქი ფერის თმის საღებავებში.
წყალბადის ზეჟანგი გამოიყენება თმის გასაღიავებლად. თუმცა, ფეხმძიმეებს თმის გაღიავებას არავინ ურჩევს. ის არღვევს თმის სტრუქტურას და შეუძლია წნევის ცვალალებადობა გამოიწვიოს.
რეზორცინი — შეუძლია იმუნიტეტის დაქვეითება და თავის კანის გაღიზიანების გამოწვევა.
როგორც ხედავთ, თმის შეღებვას კარგი არაფერი მოაქვს, უმჯობესია, თმა შეიჭრათ, ახალი ვარცხნილობა გაიკეთოთ და ფერების ცვლა მომავლისთვის გადადოთ.
გამოუვალი სიტუაციისთვის:
თუ თმის შეღებვაზე უარს ვერ ამბობთ, ზოგიერთი წესის გათვალისწინება მაინც მოგიწევთ, რათა არ ავნოთ არც ნაყოფს და არც საკუთარ თავს.
1. არავითარ შემთხვევაში არ შეიღებოთ თმა პირველ 16 კვირამდე. ამ დროს ყალიბდება პატარა და მშობიარობამდე 2-3 კვირით ადრე.
2. დანარჩენ დროს თმის შეღებვა დასაშვებია, მაგრამ შემდეგი წესების დაცვით: ისეთი საღებავი შეარჩიეთ, რომ მაქსიმალურად ახლოს იყოს თქვენი თმის ფერთან;
3. თმა შეიღებეთ ტრიმესტრში ერთხელ;
4. შეღებვამდე აუცილებლად ჩაიტარეთ ტესტი ალერგიაზე;
5. უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივ, ორგანულ, უამიაკო, ნახევრად მდგრად საღებავებს. შეცვალეთ ქიმიური საღებავი ინითა და ბასმით.
რამდენიმე რჩევა სასურველი ფერის მისაღებად: