31.08.2015 23:42
3 ეფექტური და ადვილად მოსამზადებელი ნიღაბი ყელისთვის
ყელი და დეკოლტეს ზონა პირველ რიგში ბერდება. ამიტომ, ისინი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებენ.
მკვებავი კრემი დილა-საღამოს უნდა წაისვათ. როგორც წესი, ქალს ყელზე ნორმალური ან მშრალი კანი აქვს. შეარჩიეთ კრემი, რომელიც ვიტამინებივითაა გაჯერებული.
ნიღაბი-კომპრესი ყელისთვის
ერთი კვერცხის გული შეურიეთ კარაქს. წაისვით ყელზე, შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და ბინტი. გაიჩერეთ 20 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი კრემი.
კიტრის ნიღაბი
მსხვილ სახეხზე გახეხილი კიტრი დოლბანდზე გადაანაწილეთ და ყელზე მოიხვიეთ. გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ. წაისვით მკვებავი კრემი. კიტრის წვენი კი შეგიძლიათ სახეზე წაისვათ.
ბანანის ნიღაბი
‹ დაბრუნება ბლოგში
შემდეგი ჩანაწერი › მკვებავი კრემი დილა-საღამოს უნდა წაისვათ. როგორც წესი, ქალს ყელზე ნორმალური ან მშრალი კანი აქვს. შეარჩიეთ კრემი, რომელიც ვიტამინებივითაა გაჯერებული.
ნიღაბი-კომპრესი ყელისთვის
ერთი კვერცხის გული შეურიეთ კარაქს. წაისვით ყელზე, შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და ბინტი. გაიჩერეთ 20 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი კრემი.
კიტრის ნიღაბი
მსხვილ სახეხზე გახეხილი კიტრი დოლბანდზე გადაანაწილეთ და ყელზე მოიხვიეთ. გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ. წაისვით მკვებავი კრემი. კიტრის წვენი კი შეგიძლიათ სახეზე წაისვათ.
ბანანის ნიღაბი
ბანანი საუკეთესო კოსმეტიკური საშუალებაა. იგი იდეალურია სახისა და ყელისთვის, კვებავს და ატენიანებს მას. 1 ბანანი, 2 სადილის კოვზი ხაჭო, 1 ს/კ ნაღები და 1 კვერცხის გული გადაურიეთ ერთმანეთში. წაისვისთ სახეზე, ყელზე, დეკოლტეს ზონაზე. გაიჩერეთ 30 წუთი და ჩამოიბანეთ.