არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

ინტელექტი, როგორც აფროდიზიაკი-Sa­pi­en­ti sat - "და ქალის" ჟურნალისტის აღსარება

იდეალური მამაკაცი — ისეთივე სუბიექტური ცნებაა, როგორც სიყვარული, მაგრამ ერთი კი ცხადია, დროთა განმავლობაში მამაკაცური (მასკულინური) მომხიბვლელობის სტანდარტი იმდენად შეიცვალა, რომ ამგვარ ევოლუციას 20 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა.
აღმოჩნდა, რომ XXI საუკუნის მამაკაცს თითის განძრევაც კი აღარ სჭირდება სასურველი ქალის მოსახიბლად. თითის ნამდვილად არა, მაგრამ ტვინის განძრევა კი – აუცილებლად. კუნთებით, დაჭიმული ტორსითა და ფიზიკური ძალით ახლა ნაკლებად თუ გააკვირვებ ვინმეს, სამაგიეროდ, ინტელექტი და ძლიერი გონებრივი მონაცემები ნამდვილ აფროდიზიაკად იქცა თანამედროვე ადამიანის მოსახიბლად. ამგვარი დამოკიდებულება საპირისპირო სქესისადმი ჯერჯერობით მასობრივ ხასიათს არ ატარებს, თუმცა ტენდენციური რომაა, ამაზე ყველა ერთხმად თანხმდება. თანაც, თუკი გავითვალისწინებთ მასმედიის საშუალებების მძლავრ პროპაგანდას, ვგონებ, საქმე მალე მივა სტერეოტიპების ცვლამდე. ყოველი შემთხვევისთვის, დასავლეთმა უკვე შეცვალა სტანდარტი და კუნთმაგარი რემბო ასექსუალი შელდონ კუპერით ჩაანაცვლა ("დიდი აფეთქების თეორია").
მასობრივი საპიოსექსუალიზაცია — ასე უწოდებენ თანამედროვე ენაზე ამ პროცესს.
განმარტება #1: საპიოსექსუალი – ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ჭკვიანი, ინტელექტუალური პიროვნებები იზიდავს.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი