21.08.2015 21:29
რითი ჰგვანან მსოფლიოს ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცები კატებს?
ცხოველები პატრონებს ემსგავსებიანო — ალბათ, გსმენიათ და გინახავთ კიდეც, ქუჩაში მოსეირნე ოთხფეხა და თავისი პატრონი მართლაც რაღაცით როგორ ჰგვანან ერთმანეთს.
ალბათ, ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ფრანგმა ბლოგერებმა გადაწყვიტეს, გაეკეთებინათ პროექტი, რომელშიც მსოფლიოს ცნობილი და ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცების ფოტოებს კატების ფოტოებთან დააკოლაჟებდნენ. გარდა ამისა, ახალგაზრდა ბლოგერებს სურდათ დაენახვებინათ, რომ ოთხფეხა არსებებსაც შეუძლიათ იყვნენ გამორჩეულები და ძალიან მომხიბვლელებიც.
ამ სახალისო და ამასთან, ძალიან საინტერესო ფოტოგალერეაში ცნობილი მამაკაცების ასევე ცნობილი კადრებია შერჩეული და ამ კადრებს საოცრად ჰარმონიულად შერწყმული აქვს ფისოების იმავე პოზაში გადაღებული სურათები.
ნახეთ და გაავლეთ პარალელები ცნობილ, მომხიბვლელ მამაკაცებსა და არანაკლებ მომხიბვლელ ცხოველებს შორის.