22.08.2015 00:52
შვილების აღზრდის 7 საიდუმლო ჰოლივუდის ყველაზე მრავალშვილიანი წყვილისგან

იყო მშობელი – ადვილი არ არის, მაგრამ არსებობენ მრავალშვილიანი წყვილები, რომლებიც გამოიბრძმედნენ ამ საქმეში.
ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი ცოლ-ქმარი, ჯოლი და პიტი 6 შვილს ზრდის და მათ ნამდვილად იციან სწორი აღზრდის საიდუმლოებები.
ბოლო დროს გავრცელდა ჭორები, თითქოს წყვილი ერთმანეთს შორდება, თუმცა ვარსკვლავები ამას არ ადასტურებენ და კვლავ ერთად ჩნდებიან საზოგადოებაში.
ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი ცოლ-ქმარი, ჯოლი და პიტი 6 შვილს ზრდის და მათ ნამდვილად იციან სწორი აღზრდის საიდუმლოებები.
ბოლო დროს გავრცელდა ჭორები, თითქოს წყვილი ერთმანეთს შორდება, თუმცა ვარსკვლავები ამას არ ადასტურებენ და კვლავ ერთად ჩნდებიან საზოგადოებაში.
გთავაზობთ ვარსკვლავური წყვილის 7 რჩევას, რომელიც დაეხმარა მათ, შეენარჩუნებინათ ოჯახი და აღეზარდათ არა მხოლოდ საკუთარი, ბიოლოგიური, არამედ აყვანილი შვილები.

ანჯელინა ჯოლისგან:
1.მასწავლებლის შრომა სათანადოდ უნდა ანაზღაურდეს
"ძალიან სამწუხაროა, რომ მასწავლებლებსა და აღმზრდელებს ცოტას უხდიან, არადა, სწორედ ისინი ქმნიან მომავალ თაობას. არაფრით არ შეიძლება ამაზე ფულის დაზოგვა. მე და ბრედი ძალიან ვაფასებთ განათლების სფეროს მუშაკებს".
2.ჩვენ მოწმეების გარეშე ვჩხუბობთ
"ბრედის წყობილებიდან გამოყვანა რთულია, ჩემი კი პირიქით – მარტივი. მაგრამ როცა საქმე აღზრდას ეხება, მე და ბრედი ერთმანეთს ვეთანხმებით. მაგრამ თუკი განხეთქილება მაინც მოხდა, ჩვენ ამას ბავშვების თანდასწრების გარეშე ვაგვარებთ. განსაკუთრებით, თუკი საუბარი ხმამაღლა მიმდინარეობს".
3.აპატიეთ თქვენს მშობლებს
"შვილები გვეხმარებიან, საკუთარ მშობლებთანაც გამოვნახოთ საერთო ენა. ეს იდეალური დროა იმისათვის, რომ აპატიოთ და გაუგოთ მათ. სულელურმა შეცდომებმა, რომლებიც დაუშვა ჩემმა არცთუ ისე იდეალურმა მამიკომ, მასწავლეს, როგორ გავმხდარიყავი უკეთესი დედა ჩემი შვილებისთვის".
ბრედ პიტის რჩევები:
4.ბავშვებმა თავად უნდა აირჩიონ საკუთარი გზა
"შვილებს აქვთ უფლება, თავად აირჩიონ საკუთარი მომავალი. ბავშვობაში ჯერ რეპორტიორ-ფოტოგრაფობაზე ვოცნებობდი, შემდეგ მინდოდა არქიტექტორი გამოვსულიყავი… მაგრამ მსახიობი გავხდი. და მე კმაყოფილი ვარ, რომ თავად მივედი აქამდე".
5.ჩვენთვის ყველა შვილი ერთნაირად მნიშვნელოვანია
"ჩვენ აყვანილი შვილებიც გვყავს, მაგრამ მათ არ ვანსხვავებთ დანარჩენებისგან, ყველა ერთნაირად გვიყვარს. იშვილო ობოლი და მისცე მას იმედი – ვფიქრობ, ეს ჩვენი მისიაა!"
6.გაართე და ასწავლე შვილებს
"ბავშვები უდიდეს სიხარულს მანიჭებენ. ვგიჟდები ოჯახთან ერთად ბუნებაში ყოფნაზე და ბავშვებისთვის ახალი თამაშების გამოგონებაზე. ამაზე ბევრი ენერგია იხარჯება, მაგრამ როცა ვხედავ მათ მადლიერ თვალებს, მე ბედნიერი ვარ. მინდა, რომ ჩემი შვილები პატივს სცემდნენ უფროსებს, ჰქონდეთ ზრდილობა და ბევრს მიაღწიონ ცხოვრებაში. თითოეული ბავშვი – ჩემი ცხოვრების ნაწილია. ასე იქნება ყოველთვის".
7.ჩვენ არ ვახვევთ თავზე შვილებს რწმენას
"მე და ენჯი სხვადასხვა ნაციონალობისა და რელიგიის წარმომადგენლები ვართ და არ ვახვევთ ჩვენს შვილებს თავს ჩვენს რელიგიებს. ჩვენ, უბრალოდ, მათ მორალს და სწორად ცხოვრებას ვასწავლით".