21.08.2015 15:43
ნამდვილი იტალიელი ქალის სტილის 7 საიდუმლო
იტალიელი ქალბატონები საკუთარი დახვეწილობით მსოფლიო მოდას იპყრობენ. მათ უამრავი მიმდევარი ჰყავთ. თუ მონიკა ბელუჩის, აზია არჯენტოსა და სოფი ლორენის სტილი გხიბლავთ, დახვეწილობის 7 მთავარ იტალიურ საიდუმლოს გაეცანით.
მარტივი სილუეტი
მარტივი სილუეტი
ფორმებით ექსპერიმენტები და ასიმეტრია იტალიელებს არ ხიბლავთ. ისინი კლასიკურ, დროით გამოცდილ სილუეტებს ამჯობინებენ. მათი აზრით, წელში გამოყვანილი კაბა, კაბა-ხალათი და new look-ი ქალს უფრო მეტად ალამაზებს, ვიდრე რთული ფანტასტიკურ-არქიტექტურული სტილი.
არც ერთი იტალიელი ქალი არ ჩქარობს კაბის შეძენისას. მათ ჰყავთ წლობით გამოცდილი მკერავი ქალები, რომლებსაც ერთადერთ და განუმეორებელ კაბას აკერინებენ.
საუკეთესოს ძიებაში
სად გინახავთ იტალიელი ლამაზმანი, რომელიც ჭრელაჭრულა ფერშია გამოწყობილი? მათ მხოლოდ ბუნებრივ ფერებში შესრულებული სამოსი აცვიათ, რომელიც კიდევ უფრო გამოხატავს იტალიელი ქალის სილამაზეს.
დახვეწილი ფერები
იტალიელი ბებიები ბავშვობიდან ასწავლიან შვილიშვილებს, რომ ჩანთასა და ფეხსაცმელზე ეკონომია არ უნდა გააკეთონ. ფეხსაცმელი უცილებლად უნდა იყოს დახვეწილი და ხარისხიანი (სხვათა შოროს, იტალიაში ფეხსაცმელებს დღემდე ხელით კერავენ). მოთხოვნა ჩანთის მიმართაც აქვთ. იგი უნდა იყოს დახვეწილი ფორმისა და ზომის. არავითარი უფორმო ტომარა.
ძვირფასი ჩანთა და ფეხსაცმელი
იტალიელი ქალები აღმერთებენ ქაშმირს. ეცადეთ, თქვენც დაუმეგობრდეთ ამ მატერიას. ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს უბრალო, შავი ქაშმირის სვიტერი.
ქაშმირი
არავითარი ვერცხლი, იტალიელი ლამაზმანები ოქროს აღმერთებენ. უპირატესობას ძველმოდურ სამკაულებს ანიჭებენ და მათ მხოლოდ წვეულებებზე კი არ იკეთებენ, საღამოს კაბებთან, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში, თეთრ მაისურსა და ჯინსზე.
აქცენტი ოქროზე
არც ერთი იტალიელი ქალი არ შეზღუდავს საკუთარ თავს აქსესუარებში. თუმცა, რაოდენობა და დახვეწილობა ერთმანეთში არ ერევათ.
აქსესუარების სიყვარული