არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

მნიშვნელოვანია იცოდე: 7 სახეობის მუცლის ტკივილი. რატომ შეიძლება გტკიოდეს მუცელი ამა თუ იმ ადგილას?

1. ტკივილი ყველაზე მაღალ წერტილში, დიაფრაგმის ქვეშ– გასტრიტზე მიუთითებს, თუმცა შესაძლოა, საკმაოდ სერიოზული, ინფარქტის სიმპტომიც იყოს (განსაკუთრებით მაშინ, თუკი ტკივილი მარჯვენა ხელზე გადაეცემა). ასევე, შეიძლება აპენდიქსის მიზეზიც იყოს.

2. ტკივილი მარჯვენა ნეკნის ქვემოთ
ძლიერი ტკივილი, რომელსაც თან ერთვის სიმძიმე, გულისრევა, გადაეცემა მარჯვენა მხარშიც – შესაძლოა, ნაღვლის ბუშტში კენჭებზე მიუთითებდეს.

ყრუ ტკივილი, რომელსაც თან მადის დაკარგვა ერთვის – სანაღვლე გზების დისკინეზიის ნიშანია. მაგრამ ასევე შესაძლოა, C, A ან B ჰეპატიტის გამწვავებით იყოს გამოწვეული.

3. მარჯვენა გვერდის ტკივილი,შესაძლოა, საშარდე გზებსა და თირკმელში კენჭის გავლით იყოს გამოწვეული,
მაგრამ ასევე, შესაძლოა, იყოს საკვერცხის, ოსტეოქონდროზის ან აპენდიქსის მიზეზიც.

4. ტკივილი მარცხენა ნეკნის ქვეშ – პანკრეატიტზე მიუთითებს. ასევე შეიძლება იყოს კუჭის ან თორმეტგოჯას წყლულის სისხლდენით გამოწვეული ტკივილი.

5. მუცლის ცენტრალურ ნაწილში ტკივილისაკვების ზედმეტი მიღებით შეიძლება იყოს გამოწვეული, თუმცა ასევე დისბაქტირიოზზეც მიუთითებს.

6. ჭიპის ქვეშ ტკივილი– ნაწლავების გაღიზიანებაზე მეტყველებს. ხანდახან ვირუსული ინფექციის სიმპტომიც არის.

7. ტკივილი მუცლის ყველაზე ქვედა ნაწილში (მქაჩავი) – შესაძლოა, იყოს ცისტიტის, ენდომეტრიოზის, გარე ორსულობის ან უბრალოდ, კუჭის აშლილობის მიზეზი.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი