როგორ დავისვენოთ უცხოეთში 500 დოლარად?
თუმცა, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. საზღვარგარეთ დასვენება ხელმისაწვდომ ფასადაც შესაძლებელია. მთავარია, ვიცოდეთ, სად, როდის და როგორ წავიდეთ. — სად შეიძლება დავისვენოთ 500 დოლარის ფარგლებში? ამის გარკვევაში ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის ტურ-მენეჯერი ნუკა ხელაშვილი დაგვეხმარა. გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს:
თურქეთი
თურქეთში კარგად არის განვითარებული ტურისტული სერვისი, რაც ზღვისპირა კურორტების დამსახურებაა. ტურიზმის მხრივ აღსანიშნავია შემდეგი ქალაქები:
სტამბოლი – ძეგლები ისლამური და ბიზანტიური არქიტექტურით;
კაბადოკია – ბუნებრივი ფორმირების ვულკანური წარმოშობის და მთის ქალაქები;
ეგეოსის ზღვა – ძეგლების უძველესი კულტურის ნანგრევები, ძველი ბერძნული და რომაული ქალაქები.
ტურისტული კომპანიები ძირითადად ანტალიის, ქემერის, ალანიისა და სხვა ქალაქების მიმართულებით მუშაობენ.
(7 დღე / 6 ღამე)
სასტუმრო 3* — 300 დოლარი
სასტუმრო 4* — 420 დოლარი
სასტუმრო 5* — 500 დოლარი
ღირებულებაში შედის:
*ავიაბილეთი
* სასტუმრო
* კვება All Iinclusive
* ტრანსფერი
* სამოგზაურო დაზღვევა
*ფასი მოცემულია 1 ადამიანზე ორადგილიან ნომერში.
ეგვიპტე
კაირო ეგვიპტის დედაქალაქია. ის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია მსოფლიოში. წარმოადგენს არაბული სამყაროს კულტურულ და კომერციულ ცენტრს. გაშენებულია ნილოსის ნაპირზე, წარმოდგენილია მაღალი შენობებით, საუკეთესო სასტუმროებით, მაღაზიებითა და რესტორნებით.
კაიროს თანამედროვე ცენტრად al-tahrir-ის მოედანი ითვლება.
ტურისტების ყურადღებას კაიროს ეროვნული მუზეუმი იქცევს, სადაც ძველი ეგვიპტის ფარაონების, ბერძნულ-რომაული პერიოდის საგანძურია დაცული. 155 ათას ექსპონატს შორის არის ფარაონ ტუტანხამონის აკლდამის საგანძური.
(7 დღე / 6 ღამე)
მთლიანი ტურპაკეტის ღირებულება:
სასტუმრო 3* — 280 დოლარი
სასტუმრო 4* — 390 დოლარი
სასტუმრო 5* — 450-500 დოლარი
ღირებულებაში შედის:
*ავიაბილეთი
*სასტუმრო
*კვება All Iinclusive
*ტრანსფერი
*სამოგზაურო დაზღვევა
● ფასი მოცემულია 1 ადამიანზე ორადგილიან ნომერში.
ბუდაპეშტი
ბუდაპეშტში ბევრი ღირსშესანიშნაობაა სანახავი. ანდრაშის პროსპექტი ბუდაპეშტის ყველაზე განთქმული ქუჩაა. ის იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. აღსანიშნავია ბუდას ციხე-ქალაქი. ამ უბანში მდებარეობს სამეფო სასახლე, ეროვნული გალერეა, ეროვნული ბიბლიოთეკა, წმ. მატიაშის ტაძარი, მეთევზეთა ბასტიონი და ფუნიკულიორი. ვაროშლიგეტი ქალაქის მთავარი პარკია, სადაც განლაგებულია სეჩენის აბანო, ვაიდაჰუნიადის სასახლე, ზოოპარკი, ცირკი, გასართობი პარკი და განთქმული რესტორანი "გუნდელი". სეჩენის აბანო ევროპაში ყველაზე დიდია. ბუდაპეშტის დიდი სინაგოგა — დოჰანის ქუჩაზე მდებარე დიდი სინაგოგა — ევროპაში სიდიდით პირველია, მსოფლიოში — მეორე. ის 3000 ადამიანს იტევს. მარგიტის კუნძული სიგრძით 2.5 კმ-ია. ამჟამად კუნძულზე განლაგებულია პარკი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები.
(7 დღე / 6 ღამე)
სასტუმრო 3* — 220 დოლარი (საუზმით)
სასტუმრო 4* — 290 დოლარი (საუზმით)
სასტუმრო 5* — 360 დოლარი (საუზმით)
სასტუმროს ღირებულება მოცემულია ერთ ადამიანზე, ორადგილიან ნომერში.
ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება ქუთაისი-ბუდაპეშტი-ქუთაისი (Wizz Air) შეადგენს 90$-ს (ღირებულებაში შესულია 7კგ ხელბარგი).
დუბაი
არაბთა გაერთიანებული საემიროების ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქი და საემირო, აგრეთვე, ტერიტორიის სიდიდის მიხედვით, მეორე უდიდესი საემირო დედაქალაქ აბუ-დაბის შემდეგ. დუბაიში ტურისტების მოზიდვა, ძირითადად, შოპინგებზეა დამყარებული, თუმცა, ასევე, დიდ როლს ასრულებს ღირსშესანიშნაობები. 2013 წლის მონაცემებით, დუბაი იყო მსოფლიოში მეშვიდე ყველაზე მონახულებადი ქალაქი.
დუბაი ცნობილია ტრადიციული ბაზრობების — სუკების უბნებით, რომლებიც დინების ორივე მხარესაა განთავსებული. გარდა ამისა, დუბაი ცნობილია, როგორც "ოქროს ქალაქი", თავისი ოქროს ბაზრობებით, რომელიც დაახლოებით 250 საცალო მაღაზიას მოიცავს. დუბაის აქვს შენობებისა და ნაგებობის მდიდარი კოლექცია სხვადასხვა არქიტექტურულ სტილში. აქ შეგიძლიათ იხილოთ ისლამური არქიტექტურის მრავალი თანამედროვე ინტერპრეტაცია.
სასტუმრო 3*250 დოლარი (საუზმით)
სასტუმრო 4*300 დოლარი (საუზმით)
ავიაბილეთის ღირებულება შეადგენს 200-250 დოლარს
სავიზო მოსაკრებელი — 80 დოლარი
ვარშავა, პოლონეთი (7 დღე / 6 ღამე)
სასტუმრო 3* — 200 დოლარი (საუზმით)
სასტუმრო 4* — 310 დოლარი (საუზმით)
სასტუმრო 5* — 390 დოლარი (საუზმით)
სასტუმროს ღირებულება მოცემულია ერთ ადამიანზე, ორადგილიან ნომერში.
ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება ქუთაისი-ბუდაპეშტი-ქუთაისი (Wizz Air) შეადგენს 110 დოლარს. (ღირებულებაში შესულია 7კგ ხელბარგი)
ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!