24.08.2015 21:29
ფეხების გახდომის უმარტივესი მეთოდი: ერთ კვირაში ქრება, ფაქტობრივად, ყველა ნაკლი
ბევრ გოგონას სურს სქელი ფეხების ფორმაში მოყვანა. ამ პრობლემას მარტივად მოაგვარებთ, თუ რამდენიმე რჩევას გაითვალისწინებთ:
გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ფეხების გახდომა შეუძლებელია, ფეხებთან ერთად ფორმას მთელი სხეული შეიცვლის. თუ ასეთი პერსპექტივა არ გხიბლავთ, გრძელი ქვედაბოლოების ჩაცმა მოგიწევთ.
ლამაზი ფეხები რომ დაიყენოთ, ყოველდღიურად 2 ლიტრზე მეტი წყალი უნდა დალიოთ. მოგიწევთ უშაქრო ჩაისა და ყავის დალევა და გაზიან სასმელებზე უარის თქმა. სამაგიეროდ, უნდა გაამდიდროთ რაციონი უჯრედისით, — თხილი, ხილი, ბოსტნეული. მოერიდეთ პურ-ფუნთუშეულს, საკონდიტრო ნაწარმს. ტკბილეული შეგიძლიათ ჩირით ჩაანაცვლოთ.
საუზმეზე აუცილებლად მიირთვით შვრიის ფაფა ხილით ან ჩირით, გატარებული თხილით ან სელის თესლით. ივახშმეთ დაძინებამდე 3 საათით ადრე. საუკეთესო ვახშამია ხილისა და ბოსტნეულის სალათა, რაც ფეხებში ცხიმოვანი ფენის დაწვას შეუწყობს ხელს. მადის დასაქვეითებლად, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე დალიეთ 1 ჭიქა წყალი.
სხეულის კორექციაში მთავარ როლს რაციონი ასრულებს. ვარჯიში კი გამკვრივებას უწყობს ხელს. ფიზიკური აქტიურობის დაწყებამდე ქალბატონებმა, რომლებსაც ვენების გაგანიერება ან კაპილარების ქსელი აწუხებთ, კონსულტაცია მკურნალ ექიმთან უნდა გაიარონ.
პირველ დღეებში მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. შეასრულეთ მსუბუქი ვარჯიშები. სხეული თანდათან უნდა შეეჩვიოს ცვლილებას. თავიდან თითო ვარჯიში 10-ჯერ გააკეთეთ, შემდეგ გაზარდეთ რაოდენობა. ყოველი 10 ვარჯიშის შემდეგ შეისვენეთ და ისევ გაიმეორეთ. ვარჯიში 30 წუთზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს.
ფეხების გასახდომი ვარჯიშები:
1. დაწექით გვერდზე, ფეხები ერთად გქონდეთ და ასწიეთ, რაც შეიძლება მაღლა.
2. დაჯექით იატაკზე, ზურგი მაქსიმალურად გამართული უნდა გქონდეთ, ფეხები — გვერდზე გაწეული. ახლა უნდა იმოძრაოთ წინ, ოღონდ მხოლოდ დუნდულებზე დაყრდნობილმა.
3. დადექით, ფეხები მიატყუპეთ ერთმანეთს. ფრთხილად აიწიეთ თითის წვერებზე, გაჩერდით რამდენიმე წუთი და დაეშვით. 10-ჯერ აიწიეთ ორივე ფეხზე. მერე თითოეულ ფეხზე ისევ 10-10-ჯერ.
4. მარჯვენა ფეხი წინ გამოსწიეთ და შეასრულეთ ბუქნები. გააკეთეთ 10-ჯერ და შეცვალეთ ფეხი.
5. ბუქნები. ფეხები განზე გასწიეთ, ფრთხილად ჩაიბუქნეთ, სწორი ზურგით და ამოიწიეთ.
ფეხების გასახდომად, ვარჯიშების გარდა, კარგია სირბილი, სპორტული სიარული, სახტუნაოთი ხტუნვა, ცურვა და ველოსიპედი.
‹ დაბრუნება ბლოგში
შემდეგი ჩანაწერი › გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ფეხების გახდომა შეუძლებელია, ფეხებთან ერთად ფორმას მთელი სხეული შეიცვლის. თუ ასეთი პერსპექტივა არ გხიბლავთ, გრძელი ქვედაბოლოების ჩაცმა მოგიწევთ.
ლამაზი ფეხები რომ დაიყენოთ, ყოველდღიურად 2 ლიტრზე მეტი წყალი უნდა დალიოთ. მოგიწევთ უშაქრო ჩაისა და ყავის დალევა და გაზიან სასმელებზე უარის თქმა. სამაგიეროდ, უნდა გაამდიდროთ რაციონი უჯრედისით, — თხილი, ხილი, ბოსტნეული. მოერიდეთ პურ-ფუნთუშეულს, საკონდიტრო ნაწარმს. ტკბილეული შეგიძლიათ ჩირით ჩაანაცვლოთ.
საუზმეზე აუცილებლად მიირთვით შვრიის ფაფა ხილით ან ჩირით, გატარებული თხილით ან სელის თესლით. ივახშმეთ დაძინებამდე 3 საათით ადრე. საუკეთესო ვახშამია ხილისა და ბოსტნეულის სალათა, რაც ფეხებში ცხიმოვანი ფენის დაწვას შეუწყობს ხელს. მადის დასაქვეითებლად, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე დალიეთ 1 ჭიქა წყალი.
სხეულის კორექციაში მთავარ როლს რაციონი ასრულებს. ვარჯიში კი გამკვრივებას უწყობს ხელს. ფიზიკური აქტიურობის დაწყებამდე ქალბატონებმა, რომლებსაც ვენების გაგანიერება ან კაპილარების ქსელი აწუხებთ, კონსულტაცია მკურნალ ექიმთან უნდა გაიარონ.
პირველ დღეებში მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. შეასრულეთ მსუბუქი ვარჯიშები. სხეული თანდათან უნდა შეეჩვიოს ცვლილებას. თავიდან თითო ვარჯიში 10-ჯერ გააკეთეთ, შემდეგ გაზარდეთ რაოდენობა. ყოველი 10 ვარჯიშის შემდეგ შეისვენეთ და ისევ გაიმეორეთ. ვარჯიში 30 წუთზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს.
ფეხების გასახდომი ვარჯიშები:
1. დაწექით გვერდზე, ფეხები ერთად გქონდეთ და ასწიეთ, რაც შეიძლება მაღლა.
2. დაჯექით იატაკზე, ზურგი მაქსიმალურად გამართული უნდა გქონდეთ, ფეხები — გვერდზე გაწეული. ახლა უნდა იმოძრაოთ წინ, ოღონდ მხოლოდ დუნდულებზე დაყრდნობილმა.
3. დადექით, ფეხები მიატყუპეთ ერთმანეთს. ფრთხილად აიწიეთ თითის წვერებზე, გაჩერდით რამდენიმე წუთი და დაეშვით. 10-ჯერ აიწიეთ ორივე ფეხზე. მერე თითოეულ ფეხზე ისევ 10-10-ჯერ.
4. მარჯვენა ფეხი წინ გამოსწიეთ და შეასრულეთ ბუქნები. გააკეთეთ 10-ჯერ და შეცვალეთ ფეხი.
5. ბუქნები. ფეხები განზე გასწიეთ, ფრთხილად ჩაიბუქნეთ, სწორი ზურგით და ამოიწიეთ.
ფეხების გასახდომად, ვარჯიშების გარდა, კარგია სირბილი, სპორტული სიარული, სახტუნაოთი ხტუნვა, ცურვა და ველოსიპედი.
გახდომის შემდეგ ფეხებზე კანი რომ არ მოგემჩვაროთ, გაიკეთეთ მასაჟი. ფეხებისთვის აგრეთვე კარგია კონტრასტული შხაპი.