21.08.2015 03:59
ქუთაისი-სამტრედიის ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
ქუთაისი-სამტრედიის ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანია. ერთმანეთს ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მიმავალი „ოპელის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა და დაზარალებულთა შორის არიან საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები. დაშავებულები უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო.