21.08.2015 04:02
მგზავრმა უნიკალური ფოტო გადაიღო
აშშ-ში მგზავრმა, რომლის რეისი გაუარესებული ამინდის გამოც გადაიდო, შემთხვევით, თვითმფრინავზე მეხის დაცემა გადაიღო.
აღნიშნული, ატლანტის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა.
ქალაქში გადაუღებლად წვიმდა და მამაკაცმა გადაწყვიტა მეუღლისათვის ვიდეო გადაეღო. მას სურდა ოჯახში დაგვიანების რეალური მიზეზის დაფიქსირება.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავს სერიოზული დაზიანება არ მიუღია.