შიშველი უკრაინელი ტურისტების მოგზაურობა თბილისის მეტროში - "Пиво, ой и метрострой"
მას შემდეგ, რაც მეტროს მშენებარე ნაწილში ჩავედით, რამდენიმე წუთში ელექტრიკოსი ჩამოგვყვა. ისე, რომ ყურადღბა არ მოუქცევია, მივიდა ხმაურიან მილებთან და გამორთო, რომ საუბარში ხელი არ შეეშალათ. შემდეგ გამოგველაპარაკა, თუ ვინ ვიყავით და რა გვინდოდა აქ. და უცებ მის წინ გამოვდივარ მე, სუპერგმირის კოსტუმში. ელექტრიკოსმა შეწუხებულმა შემომხედა. მოკლედ, ზევით აგვიყვანეს, სადაც 40 წუთი ვსაუბრობდით აფხაზეთის, ოსეთის და რა თქმა უნდა, დონბასის პრობლემებზე.
შემდეგ მეტროს აქტიურ ნაწილში გადავინაცვლეთ. 2010 წლიდან თბილისის მეტროპოლიტენმა უარი თქვა ხურდებზე და ბარათით გადახდის სისტემა აამოქმედა. მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია. თბილისის მეტროს 22 სადგური აქვს, რომელიც ორ ხაზზეა განლაგებული. მე შემიყვარდა თბილისის მიწისქვეშეთი და კიდევ დავბრუნდები, მაგრამ ისე, რომ გაცილებით მეტი დრო დავუთმო ქალაქს", — წერს ზაპალ ზასალზოვი.