ამბობენ, რომ არ არსებობს ქალი, რომელიც ღალატისგან დაცულია. სამწუხაროდ, ბევრ ოჯახში, რომლებიც გარეგნულად ძალიან ჰარმონიულად გამოიყურება, ქალი გაწამებულია ქმრის "გარე-გარე" კავშირებით. ბევრია ისეთიც, სადაც ქალს წარმოდგენაც არ აქვს ქმრის "სარეცელსმიღმა" ურთიერთობებზე. მიუხედავად იმისა, გვყავს თუ არა მოღალატე ქმარი, ალბათ მაინც საინტერესოა იმის გაგება, მაინც რაზეა დამოკიდებული ქმრის ერთგულება.
რა უბიძგებს დაოჯახებულ მამაკაცს ახალი რომანის გაბმისკენ? ეს კითხვა რიტორიკულად ჟღერს, თუმცა მეცნიერებმა მაინც სცადეს მასზე პასუხის გაცემა. ცოლქმრული ერთგულების თემა ხომ ცივილიზებული მსოფლიოს პრაქტიკულად, გადაუჭრელი პრობლემაა.
აი, რა დაადგინეს მკვლევარებმა:
1. ამერიკელი მეცნიერების აზრით — რაც უფრო მაღალია ცოლის ხელფასი, კაცი მით უფრო ხშირად აბამს რომანებს სახვა ქალებთან. ყველაზე მყარი კავშირი იმ წყვილებს შორის დაფიქსირდა, სადაც ქმარს 1/4-ით მეტი ხელფასი აქვს ცოლზე.
2. ქმრის ერთგულება მის ინტელექტზეა დამოკიდებული — ეს დასკვნა ბრიტანელმა მეცნიერებმა გააკეთეს. რაც უფრო ჭკვიანია კაცი და მაღალი IQ აქვს, მით ნაკლებია მისგან ღალატის შანსი.
3. ქმრის ერთგულება მის წონაზეც არის დამოკიდებული — ანუ რაც უფრო მსუქანია, მით უფრო ერთგულია. ბრიტანელი მკვლევარების გამოკითხვამ ცხადყო, რომ კარგი აღნაგობია კაცების 80%-ს უღალატია პარტნიორისთვის. მსუქან კაცებს შორის კი მხოლოდ 16% აღმოჩნდა მოღალატე.
4. წარმატებული მამაკაცი ხშირად იკმაყოფილებს სექსუალურ სურვილებს არაცოლქმრულ სარეცელზე — ეს იტალიელების დასკვნაა. კაცს, რომელსაც წარმატებული კარიერა აქვს, სამუშაოში იმაზე მეტს დებს, ვიდრე რიგითი ადამიანები და სულ "საქმეებშია" ჩართული, საყვარლებიც ხშირად ჰყავთ.
ეს დასკვნები წყვილთა რეალური გამოკითხვის შედეგად გაკეთდა და აქედან გამომდინარე, სიმართლის მარცვალი მათში ნამდვილად დევს, თუმცა, ყველა პიროვნება ინდივიდია და არავინ იცის, როდის ვის რა უბიძგებს ღალატისკენ — მსუქანი მოღალატეებიც არსებობენ, ჭკვიანებიც და შეძლებულებიც. თუმცა ეს კრიტერიუმები მაინც შეადარეთ თქვენს პრაქტიკას და დაადგინეთ, იმყოფებით თუ არა "რისკის" ქვეშ.
03.09.2015 17:03
რაზეა დამოკიდებული ქმრის ერთგულება - 4 ძირითადი კრიტერიუმი
‹ დაბრუნება ბლოგში
შემდეგი ჩანაწერი ›