არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

ამ 9 ნიშნით გაარკვევთ, ბედნიერია თუ არა ცოლი თქვენ გვერდით

ზოგჯერ საკუთარ თავს ვეკითხებით, ბედნიერია თუ არა ჩვენ გვერდით ჩვენი საყვარელი ადამიანი. ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებით მიხვდებით, ბედნიერად გრძნობს თუ არა თავს თქვენი ცოლი. აქ რამდენიმე სასარგებლო რჩევასაც ნახავთ, რომელიც დაგეხმარებათ, რომ თქვენი თანაცხოვრება უფრო ჰარმონიული გახადოთ. თუ ამ ნიშნებს ამჩნევთ ცოლს, ესე იგი ის ბედნიერი ქალია.

1. უყვარს თქვენ გვერდით ყოფნა
როცა თქვენს საქმეზე გაყოლას სთავაზობთ, თანაც ისე, რომ სინამდვილეში მისი იქ ყოფნა სულ არ არის აუცილებელი და ისიც მაშინვე გთანხმდებათ, ეს ნამდვილად ნიშანია. თუ ასეთი რამ ხშირად ხდება, აშკარად მოსწონს თქვენ გვერდით ყოფნა, შეგიძლიათ იამაყოთ. უბედურ ქალებს არ უყვართ ქმრების გვერდით დროის გატარება.

2. სახლში ხშირად იღიმის
ბედნიერება ქალს სახეზე აწერია. თუ სახლში ყოფნისას, ანუ ყოველგვარი ფორმალობების გარეშე ხშირად იღიმება, ჩათვალეთ, რომ ბედნიერია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი დღის განმავლობაში გაბადრულმა იაროს, მაგრამ თუ შინ მოქუფრული დადის და აშკარად ცუდ ხასიათზე დგას, ესე იგი თქვენს ქორწინებაში რაღაც რიგზე ვერ არის. ბედნიერი ადამიანები ხშირად იღიმიან.

3. უყვარს თქვენთან ჩახუტება
როცა ეხვევით და იგივეთი გპასუხობთ, ეს ძლიან კარგის ნიშანია. თუ თქვენი ხვევნა მას სიამოვნებას ანიჭებს, თავი ქუდში გქონიათ.

4. მისი კოცნა გაჭიანურებულია
ესეც მრავლისმეტყველი ნიშანია. თუ ტუჩებს რამდენიმე წამის განმავლობაში არ გაშორებთ, ესე იგი ტკბება კოცნით, ეს მას აბედნიერებს. ქალს თუ ქმარი არ უყვარს, კოცნას ძალიან იშვიათად იმეტებს.

5. უყვარს თქვენთან მსჯელობა და საუბარი არაოჯახურ თემებზეც კი
თუ მოსწონს თქვენ გვერდით ქვეყნის ამბებზე "ქაქანი", როგორ დასრულდა სერიალი, როგორი ფარდა ნახა მაღაზიაში და ა.შ., ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენთან თავს კომფორტულად გრძნობს. ეს კი ბედნიერი ქორწინების ერთ-ერთი მთავარი ნიშანია.

6. მადლობას ხშირად გიხდით
მადლიერების გამოხატვა ცხადყოფს, რომ თქვენს მონდომებას ძალიან აფასებს. ბედნიერი ცოლები საერთოდ ხშირად გამოხატავენ მადლობას მეუღლეების მიმართ.

7. ყოველთვის გვერდით გიდგათ, როცა პრობლემები გაქვთ ან უბრალოდ, ცუდ ხასიათზე ხართ
ამ დროს თავს გევლებათ, ნაირ-ნაირ კერძებს გიმზადებთ, ცდილობს, განწყობა გამოგიკეთოთ. უსიტყვოდ ესმის თქვენი. ბედნიერი ცოლები ძალიან მზრუნველები არიან.

8. ხშირად გეუბნებათ კომპლიმენტებს
თქვენ მისთვის საოცნებო კაცი ხართ. ყოველთვის ამჩნევს, როცა კარგად გამოიყურებით. ქალი, რომელიც ამაყობს მეუღლით, ნამდვილად ბედნიერია მის გვერდით.

9. თქვენ ის გაბედნიერებთ
თუ ამჩნევთ, რომ მისი შემხედვარე თავს ბედნიერად გრძნობთ, ისიც ბედნიერი იქნება. მასაც უთხარით, რომ ბედნიერი ხართ. ამით მის გრძნობებს გამოეხმაურებით და აუცილებლად გააღიმებთ. ღიმილი კი ბედნიერი ოჯახის ნიშანია.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი