არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

ყველაზე იაფი დიეტა: გახდი კვირაში 3 კგ-ით და დაზოგე ფული!

ცდარია მოსაზრება, თითქოს იაფფასიანი პროდუქტები – უახარისხოა და მავნებელი. დიეტოლოგებმა შეადგინეს ძალზე ეკონომიური, სრულიად უვნებელი და ეფექტური დიეტა!
ორშაბათი

საუზმე: 2 კვერცხის, რძისა და მწვანილისგან მომზადებული ომლეტი.
სადილი: ბროკოლის სუპ-პიურე, 200 გრამი თევზი (ხეკი) ნიორთან ერთად.
სამხარი: მწვანე მსხალი.
ვახშამი: ღუმელში შემწვარი თევზი (ნებისმიერი) კომბოსტოსა და კიტრის სალათთან ერთად.

სამშაბათი
საუზმე: 100 გრ ხაჭო თხილით ან ნიგვზით.
სადილი: მწვანილის, ქათმის ფილეს, ლიმონის წვენისა და ზეითუნის ზეთისგან მომზადებული სალათა.
სამხარი: ნატურალური იოგურტი ნებისმიერი ხილით (უმჯობესია კენკრით).
ვახშამი: ორთქლზე მომზადებული საქონლის ხორცი ნივრითა და ტკბილი წიწაკით.

ოთხშაბათი

საუზმე: ორი კვერცხისგან და რძისგან მომზადებული ომლეტი.
სადილი: ნებისმიერი სახეობის თევზის გრილზე შემწვარი ფილე, კიტრის, პომიდვრის, ბულგარული წიწაკისა და მწვანილისგან მომზადებული სალათა.
სამხარი: ვაშლი.
ვახშამი: ნებისმიერი ზღვის თევზი გრილზე ან ღუმელში მომზადებული ლიმონით.

ხუთშაბათი

საუზმე: კეფირისა და ქორფა კენკრისგან მომზადებული კოქტეილი.
სადილი: კომბოსტოს, კიტრის, ბულგარული წიწაკის სალათა არაჟნით. ჩაშუშული ქათმის ღვიძლი.
სამხარი: ერთი მსხალი.
ვახშამი: უცხიმოდ მომზადებული ქათმის ფილე ბადრიჯნით, რეჰანით და ყველით.

პარასკევი

საუზმე: ორი კვერცხის, ნაღებისა და შამპინიონებისგან (არა კონსერვის) მომზადებული ომლეტი.
სადილი: შამპინიონებისა და კომბოსტოსგან მომზადებული წვნიანი. ღუმელში მომზადებული ქათმის ფილე და ყვავილოვანი კომბოსტო.
სამხარი: ერთი ვაშლი
ვახშამი: შამპინიონებთან და ბულგარულ წიწაკასთან ერთად ჩაშუშული ძროხის ხორცი.

შაბათი

საუზმე: რძეზე მომზადებული შვრიის ფაფა.
სადილი: კომბოსტოს, კიტრისა და ბულგარული წიწაკის სალათა, ინდაურის ან ქათმის ფილე ბროკოლით.
სამხარი: ნებისმიერი ხილი.
ვახშამი: ჩაშუშული ინდაურის ან ქათმის ფილე ბადრიჯანთან, პომიდორთან და ნიორთან ერთად.

კვირა

საუზმე: ხაჭო კენკრასთან ან სხვა ნებისმიერ ხილთან ერთად.
სადილი: ბარდის სუპი ხახვითა და მწვანილით. ყაბაყისა და პომიდვრისგან მომზადებული სალათა.
სამხარი: კივი
ვახშამი: პომიდორთან და პარკ ლობიოსთან ერთად ჩაშუშული ძროხის ხორცი.

ამ ერთ კვირაში დაახლოებით 3 კილოგრამს იკლებთ და მისი გაგრძელება შეგიძლიათ რამდენ ხანსაც გინდათ: ის არის დაბალანსებული, სრულფასოვანი და მოერგება ყველას, გარდა იმ ადამიანისა, რომელიც დიეტაში შემავალ რომელიმე პროდუქტზე ალერგიულია.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი