01.10.2015 19:53
საჯარო რეესტრი "რუსთავი 2-ის" საკითხზე განცხადებას ავრცელებს
რამდენიმე წუთის წინ საჯარო რეესტრმა განცხადება გააავრცელა, სადაც განმარტებულია ტელეკომპანია საქართველოსთან დაკავშირებული წარმოების დეტალები და ყადაღის განჩინება ნახსენები არ არის.
სააგენტოს განმარტებით, რეესტრი მზად არის დაარეგისტრიროს წილების მფლობელთა ცვლილება.
განცხადების თანახმად, შესაბამისი ჩანაწერი სათანადო დოკუმენტაციის წარდგენისთანავე გაკეთდება, რაზეც მხარეებს 29 სექტემბერს მიეთითა.
საჯარო რეესტრში აცხადებენ, რომ უწყების მისამართით გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლოა და ბრალდებების ავტორებმა პატივი უნდა სცენ სახელმწიფო ინსტიტუტს.