არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

"ეს არის გამოცხადებული ომი და, პრაქტიკულად, რუსთავი 2-ის დახურვა" - ზაალ უდუმაშვილი

"ეს არის გამოცხადებული ომი და, პრაქტიკულად, რუსთავი 2-ის დახურვა" — ეს განცხადება რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა, სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, ტელეკომპანია საქართველოს წილების დაყადაღებით, პრაქტიკულად,რუსთავი 2 დაიხურა.

„რუსთავი 2-ის 21 წლიანი მუშაობის პერიოდში დღეს ალბათ ერთერთი ყველაზე რთული პერიოდი დადგა. ხელისუფლებამ ნორმალური ფუნქციონირებისთვის აბსოლუტურად ყველა გზა გადაგვიკეტა, ეს არის გამოცხადებული ომი და როგორც ნიკამ აღნიშნა, პრაქტიკულად, რუსთავი 2-ის დახურვა. სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც დღეს შემთხვევით გავიგეთ, ნიშნავს იმას, რომ რუსთავი 2-ს ხურავენ. ჩვენ ყველა გზა ჩაკეტილი გვაქვს, რომ ფინანსები მოვიძიოთ. ერთი თვის წინ ჩვენ ბანკებთან ურთიერთობა შეგვეზღუდა, დღეს უკვე კომპანიის დამფუძნებლებს ინვესტიციების ჩადება შეეზღუდათ, ეს არის მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რომ არჩევნების წინ რუსთავი 2 გააჩუმონ და არჩევნების წინ როგორმე თავისუფალი სიტყვა შეზღუდონ,

"ამ ხალხს, ვისაც ჩემს უკან ხედავთ და ეს მხოლოდ რუსთავი 2-ის კოლექტივის ნაწილია ყოველდღიურად სამსახურში მხოლოდ ერთი მიზნით მოდის, რომ მოსახლეობამ რეალურად გაიგოს, რა ხდება ქვეყანაში. ეს ძალიან მძიმე სამუშაოა, თუმცა ჩვენთვის ეს ყველაზე საპატიო სამუშაოა,

"ჩვენ ბოლომდე ვიზრუნებთ იმისთვის, რომ დავიცვათ როგორც სიტყვის თავისუფლება ასევე თითოეული ჩვენგანის შრომის თავისუფლება," — განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილმა მოსახლეობას მიმართა, რომ ტელეკომპანიას ფინანსურად დაეხმარონ.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი