არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

"დაეხმარეთ რუსთავი 2-ს" - არხის ხელმძღვანელობა საზოგადოებას მიმართავს

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მოსახლეობას მიმართა.

"მე პირველად ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ გვებრძვიან, მოგმართავთ დახმარებისთვის -რუსთავი 2 ამ ბრძოლაში მარტო ვერ გაიმარჯვებს, ეს არ არის ბრძოლა რუსთავი 2-სთვის და ალბათ ამიტომაც, ეს არის ბრძოლა ქვეყანაში თავისუფალი სიტყვისთვის, განსხვავებული აზრისთვის, დემოკრატიისთვის და მათ შორის ამ ხელისუფლების სახის შენარჩუნებისთვის, სასამართლო ხელისუფლების სახის შენარჩუნებისთვისაც, რომელმაც თავი მოიჭრა ამ დღეების განმავლობაში, რომლის სახეც გახდა მოსამართლე ურთმელიძე, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის, ჩვენ მოგმართავთ, ყველა ვითარებაში, როდესაც დაგიძახებთ — დადექით ჩვენს გვერდით, იარეთ სასამართლო პროცესებზე, დავანახოთ ამ ხელისუფლებას და სასამართლო ხელისუფლებას ჩვენი ძალა, რწმენა თავისუფალი სიტყვის და ჩვენი უკეთესი მომავლის, რწმენა იმისა, რომ ყველაფრის ყიდვა და დაყადაღება არის შეუძლებელი, რწმენა იმისა, რომ ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ არა ცრუ დაპირებებსა და ოლიგარქის მანიაკალური მისწრაფებების სასარგებლოდ, არამედ თავისუფალი სიტყვის და ჩვენი შვილების თავისუფალი მომავლის სასარგებლოდ," — განაცხადა ნიკა გვარამიამ

არხის გენერალურმა დირექტორმა ასევე პირდაპირ ეთერში ანგარიშის ნომერი წარმოადგინა და საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართა.

"ძალიან მერიდება ამას რომ ვაკეთებ, მაგრამ პირველად მინდა გთხოვოთ დაეხმარეთ რუსთავი 2-ს, ჩვენთვის 1 ლარიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. დაეხმარეთრუსთავი 2-ს და მისის სახით ამ ქვეყანაში პლურალისტური მედიის და თავისუფალი აზრის შენარჩუნებას. ერთი ლარიც კი ჩარიცხული ამ ანგარიშზე არის სერიოზული ინვესტიცია თქვენი შვილების მომავალში. ჩვენ პირობას გაძლევთ, რომ ყოველთვის და ყველგან დავიცავთ თქვენს ინტერსებს, პირველ რიგში ხელისუფლებასთან და არასდროს დაგტოვებთ მარტო პირისპირ მატყუარა ხელისუფლებასთან, რომელსაც დღეს ქართული დემოკრატიისთვის განაჩენი გამოაქვს," — განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რუსთავი 2-ის დასახმარებლად შეგიძლიათ თანხა თიბისი ბანკის შემდეგ ანგარიშზე გადარიცხოთ:GE09TB1100000018467864

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი