არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

სექსუალური თამაშები (+18)

სექსუალური თამაშები აადვილებენ ინტიმურ ცხოვრებას, არ უშვებენ ერთფეროვნებას საძინებელში და მეტიც — გვაზიარებენ სიახლეებს ინტიმურ ურთიერთობებში.
გთავაზობთ 5 სექსუალურ თამაშს, რომლებიც უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს გახდის თქვენს ურთიერთობას.


"სურვილების კამათელი" — თქვენ დაგჭირდებათ ერთი კამათელი და ზღვა ეროტიკული ფანტაზია. ჩამოწერეთ ფურცელზე თქვენი სურვილები (ეროტიკული მასაჟი, კოცნა, სექსი აბაზანაში...) და გააგორეთ კამათელი. თუ თქვენ გააგორებთ კამათელს, თქვენი პარტნიორი შეგისრულებთ სურვილს და ასე მონაცვლეობით მანამ, სანამ არ დაიღლებით ან არ მოგბეზრდებათ. ამ თამაშს კიდევ ერთ დადებითი მხარე აქვს — შეგიძლიათ სურვილებში ჩაწეროთ ის, რისი თხოვნაც ურთიერთობის დროს გერიდებათ. თუ თქვენი სურვილები 6-ს სცდება, მაშინ ორი კამათლის გამოყენება მოგიწევთ.

"სიმართლე თუ გამოწვევა" — ამ თამაშში წესებს თქვენ აწესებთ! თუ თქვენ აირჩევთ სიმართლეს, მისი წარსულის შესახებ ბევრ საინტერესოს მოისმენთ; ასევე, გაიგებთ მის სექსუალურ ფანტაზიებს, რომელთა განხორციელებაშიც ხელს ვერავინ შეგიშლით. თუ გამოწვევას აირჩევთ, თქვენ შეგისრულდებათ თქვენი ყველაზე მრუში ფანტაზიაც კი.

«2 წუთი სამოთხეში» — ის, რომ თქვენ უკვე დიდი ხართ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საკუჭნაოს კარი თქვენთვის დაკეტილია. ჩაიკეტეთ საყვარელ ადამიანთან ერთად საკუჭნაოში. სიბნელე, სივიწროვე და რაღაც ახლის შეგრძნება გაამძაფრებს თქვენს გრძნობებს. მოეფერეთ პარტნიორს; საჭირო არ არის, შემოახიოთ ტანისამოსი, მოძრაობა უნდა იყოს ნელი და სექსუალური. ეთამაშეთ — ნუ აკოცებთ მას ტუჩებში მანამ, სანამ თვითონ არ მიაღწევს სურვილის პიკს.

"ბოთლი" — გაიხსენეთ, თუ როგორ თამაშობდით "ბოთლს" ბავშვობაში: ვისზეც ჩერდებოდა ბოთლის ყელი, იმას ბოთლის დამტრიალებლისთვის უნდა ეკოცნა. ახლა ამ თამაშის სხვა ვარიანტს გთავაზობთ. დასაწყისისთვის, დაძაბულობა რომ მოიხსნათ, გირჩევთ, ინტიმურ გარემოში, სანთლების შუქზე ღვინო მიირთვათ საყვარელ ადამიანთან ერთად. როდესაც ბოთლი დაიცლება, მაშინ კი… აიღეთ დიდი თაბახის ფურცელი, დახაზეთ მასზე წრე, რომელსაც დაყოფთ 6 ნაწილად. თითოეულ ნაწილში ჩაწერეთ სექსუალური სურვილი. მაგალითად, ფრანგული კოცნა, სტრიპტიზი, პარტნიორის თხოვნა… დაატრიალეთ ბოთლი მონაცვლეობით ამ წრეზე და გაერთეთ.

"სექსუალური ტვისტერი" — გახსოვთ საბავშვო თამაში, როდესაც იატაკზე გაშლილი იყო დიდი ასოებით დაწერილი ასოები? ორი ადამიანი წარმოუდგენელ პოზებში ეჯაჭვებოდით ერთმანეთს, რომ ხელით და ფეხით შეხებოდით წამოძახილ ასოს. ახლა წარმოიდგინეთ ეს თამაში თქვენს საყვარელ ადამიანთან… თამაშის პერიოდში ძნელი, მაგრამ აზარტული იქნება ერთმანეთისთვის სამოსის გახდაც. ამ თამაშის დროს "კამასუტრაც" კი ისვენებს.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი