04.09.2015 21:08
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს სექსი მხოლოდ სასტუმროებში აქვთ
ექვსი მცირეწლოვანი ბავშვი – ალბათ, სექსზე უარის თქმის ის მიზეზია, რომელიც კონკურენციას მხოლოდ პოპულარულ თავის ტკივილს თუ გაუწევს.
მაგრამ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ვარსკვლავურმა წყვილმა ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალი იპოვა!
ექვსი ონავრისგან შემდგარი ბანდა – სექსისთვის სერიოზული დაბრკოლებაა: ანჯელინა და ბრედი თითქმის ვერ ახერხებენ საძინებელში მარტო დარჩენას. ოჯახის უფროსი – ბრედ პიტი არ ერიდება პირადი პრობლემების შესახებ მილიონობით ტელემაყურებლის წინაშე საუბარს.
ელენ დეჯენერესის შოუში მსახიობი გამოტყდა, რომ ხანდახან მათი სახლი ფსიქიატრიული კლინიკის ფილიალს ემსგავსება.
"ელენ, ხომ გინახავს ფილმი "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა"? – ჰკითხა ბრედმა შოუს წამყვანს. – დილაობით ჩვენი სახლი სწორედ ამ ფილმის კადრს ჰგავს!”
გასაკვირი არ არის, რომ ცნობილ წყვილს ხანდახან სურვილი უჩნდება, ამ ქაოსიდან შორს გაიქცეს. "იმ დროის გატარება, რომელიც მხოლოდ დედას და მამას ეკუთვნით, სასტუმროში გვიწევს ხოლმე!" — გულახდილად თქვა პიტმა.
‹ დაბრუნება ბლოგში
შემდეგი ჩანაწერი › მაგრამ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ვარსკვლავურმა წყვილმა ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალი იპოვა!