არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

დიეტოლოგები ამ დიეტის დაცვის შედეგად 12 კილოგრამის დაკლებას გვპირდებიან

ალბათ, ბევრ თქვენგანს მიუმართავს წიწიბურას დიეტისთვის და შედეგიც კარგი ჰქონია, თუმცა შემდეგ წონა მალევე უკან დაბრუნებია…
იმისათვის, რომ წიწიბურას დიეტამ მეტი შედეგი მოგცეთ და წონა არ დაგიბრუნოთ უკან, მიჰყევით შემდეგ წესებს:

წიწიბურას დიეტა – ძალიან მარტივია და არ საჭიროებს დიდ ხარჯებს. ამასთან, დიეტის განმავლობაში არ გშივდებათ და მიუხედავად ამისა, ორ კვირაში 12 კგ-ს იკლებთ.

წიწიბურას დიეტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დღეში სამჯერ: საუზმეზე, სადილად და ვახშმად – მიირთმევთ მხოლოდ წიწიბურას. რა თქმა უნდა, უმარილოს და უცხიმოს. რაოდენობა არ არის შეზღუდული.

დიეტურ წიწიბურას არ ხარშავთ, არამედ ასხამთ ადუღებულ წყალს, აჩერებთ რამდენიმე საათს და შემდეგ მიირთმევთ.

ამასთან, საუკეთესო იქნება, თუკი დიეტისთვის გადაუმუშავებელ, მწვანე წიწიბურას გამოიყენებთ.

დიეტის დროს, წიწიბურას გარდა, დღის განმავლობაში შეგიძლიათ დალიოთ ერთი ლიტრი უცხიმო კეფირი, მიირთვათ 3 ცალი ვაშლი და უცხიმო იოგურტი.

სასმელებიდან შეგიძლიათ სვათ მწვანე ჩაი და ყავა უშაქროდ. რა თქმა უნდა, დიდი რაოდენობით წყალი – მინიმუმ 1,5 ლიტრი დღეში. საკვები ბოლოს დაძინებამდე 4 საათით ადრე უნდა მიიღოთ. თუკი ძილის წინ ძალიან მოგშივდათ, დალიეთ ერთი ჭიქა კეფირი.

წიწიბურას დიეტის მაქსიმალური ხანგრძლივობა 14 დღეა. დიეტოლოგები გვპირდებიან, რომ 12 კგ-ს გარანტირებულად დავიკლებთ.

ამ დიეტის მთავარი პრივილეგია ისაა, რომ მისი დასრულების შემდეგ დაკლებული კილოგრამები არ ბრუნდება, რა თქმა უნდა, თუკი მაშინვე არ გადახვალთ ტორტებსა და ფუნთუშებზე.

წიწიბურას დიეტა არ არის რეკომენდებული კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. ასევე, კატეგორიულად არ შეიძლება ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის. დაიმახსოვრეთ! წიწიბურამ შესაძლოა გამოიწვიოს გაზების დაგროვება, ამიტომაც ყოველი შემთხვევისთვის, მოიმარაგეთ სპეციალური მედიკამენტები მუცლის შებერილობისთვის.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი