31.08.2015 22:42
TOP-სამი მარტოსული ზოდიაქოს ნიშანი
არსებობენ ამ ქვეყანაზე ადამიანები, რომელთაც დაბადებიდანვე გააჩნიათ გარკვეული იდუმალება ხასიათში და მარტოობისკენ ან თვითიზოლაციისკენ მიდრეკილება მათთვის გარკვეული "საიმიჯო მანევრიც" კია ხოლმე ხშირად.
ასეთი ინდივიდები მარტოობაში პოულობენ სიმშვიდეს და რეალურად, სულაც არ იტანჯებიან მარტო ყოფნით. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშანი, ასე თუ ისე, ავლენს თავს ამ მხრივ. თუმცა, განსაკუთრებით დიდ მიდრეკილებას მარტოობისკენ ზოდიაქოს სამი წარმომადგენელი ამჟღავნებს ყველაზე მეტად.
ქალწული — ზოდიაქოს ამ ნიშნით ქვეყანას ყველაზე "იდეალური" არსებები ევლინებიან. ქალწული გამუდმებით დაეძებს ჰარმონიას და ყველაფერში შეაქვს კორექტირება, დაწყებული დღის წესრიგით, დამთავრებული პირადი ურთიერთობებით. მისთვის ძნელი ასატანია უზუსტობა, უპასუხისმგებლობა და ქაოსი, რაც, დამეთანხმებით, ადამიანების დიდ ნაწილს ახასიათებს.
ამიტომ ბევრი ქალწული არჩევს, პარტნიორის გარეშეც კი გაატაროს ცხოვრება და ამაში არაფერია ტრაგიკული ან სევდიანი. ქალწულს მოსწონს სიმშვიდე, წესრიგი და კომფორტი. არ უყვარს, როცა ვინმე ურღვევს მყუდროებას ან უხეშად ერევა მის საქმეებში ან აიძულებს შეცვალოს გრაფიკი. ამ ადამიანებს დიდი სიყვარული ახასიათებთ ცხოველების მიმართ. შესაბამისად, მოწესრიგებული და სანდომიანი ბებია თქვენ მეზობლად ან ბაბუ მუდმივად გაქათქათებული ხალათის საყელოთი, რომელიც სუპერმარკეტში ყოველ დილით გხვდებათ, სახლში კატების დიდი "ოჯახის" პატრონია და აუცილებლად ზოდიაქოს ნიშნით ქალწული.
თხის რქა — მკაცრი, ხშირად პირქუში ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს სხვებზე. პრინციპში, ასეც არის, თუმცა — ნაწილობრივ. თხის რქას სატურნი მართავს — შეზღუდვებისა და აკრძალვების პლანეტა. ამიტომ თხის რქები პატარა ასაკიდანვე მარტივად ეჩვევიან რეჟიმს და აკრძალვას. მათთვის პირიქით, შეუძლებელიც კია ცხოვრება აბსოლუტურ თავისუფლებასა და ქაოსში.
‹ დაბრუნება ბლოგში
შემდეგი ჩანაწერი › ასეთი ინდივიდები მარტოობაში პოულობენ სიმშვიდეს და რეალურად, სულაც არ იტანჯებიან მარტო ყოფნით. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშანი, ასე თუ ისე, ავლენს თავს ამ მხრივ. თუმცა, განსაკუთრებით დიდ მიდრეკილებას მარტოობისკენ ზოდიაქოს სამი წარმომადგენელი ამჟღავნებს ყველაზე მეტად.
ქალწული — ზოდიაქოს ამ ნიშნით ქვეყანას ყველაზე "იდეალური" არსებები ევლინებიან. ქალწული გამუდმებით დაეძებს ჰარმონიას და ყველაფერში შეაქვს კორექტირება, დაწყებული დღის წესრიგით, დამთავრებული პირადი ურთიერთობებით. მისთვის ძნელი ასატანია უზუსტობა, უპასუხისმგებლობა და ქაოსი, რაც, დამეთანხმებით, ადამიანების დიდ ნაწილს ახასიათებს.
ამიტომ ბევრი ქალწული არჩევს, პარტნიორის გარეშეც კი გაატაროს ცხოვრება და ამაში არაფერია ტრაგიკული ან სევდიანი. ქალწულს მოსწონს სიმშვიდე, წესრიგი და კომფორტი. არ უყვარს, როცა ვინმე ურღვევს მყუდროებას ან უხეშად ერევა მის საქმეებში ან აიძულებს შეცვალოს გრაფიკი. ამ ადამიანებს დიდი სიყვარული ახასიათებთ ცხოველების მიმართ. შესაბამისად, მოწესრიგებული და სანდომიანი ბებია თქვენ მეზობლად ან ბაბუ მუდმივად გაქათქათებული ხალათის საყელოთი, რომელიც სუპერმარკეტში ყოველ დილით გხვდებათ, სახლში კატების დიდი "ოჯახის" პატრონია და აუცილებლად ზოდიაქოს ნიშნით ქალწული.
თხის რქა — მკაცრი, ხშირად პირქუში ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს სხვებზე. პრინციპში, ასეც არის, თუმცა — ნაწილობრივ. თხის რქას სატურნი მართავს — შეზღუდვებისა და აკრძალვების პლანეტა. ამიტომ თხის რქები პატარა ასაკიდანვე მარტივად ეჩვევიან რეჟიმს და აკრძალვას. მათთვის პირიქით, შეუძლებელიც კია ცხოვრება აბსოლუტურ თავისუფლებასა და ქაოსში.
თხის რქას მოსწონს დისციპლინა, მორალურ-ეთიკური ნორმების გათვალისწინებით ცხოვრება და ბევრი მუშაობა. თუმცა ხშირად უჭირს გრძნობების გამოხატვა და აფიშირება საპირისპირო სქესის მიმართ. ამიტომ ბევრჯერ ისე ხდება, რომ იგი ზუსტად ამ სიცივის გამო რჩება მარტო — პარტნიორის გარეშე. თუმცა, ასეთ შემთხვევაში თხის რქა იშვიათად ეძებს მიზეზს საკუთარ თავში; ის, უბრალოდ, ეგუება და განაგრძობს ცხოვრებას იზოლაციაში. რას გავაწყობთ? თუკი განგებას ასე უნდა.