არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

ანჯელინა ჯოლი ავადმყოფურად გახდა: დასავლური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მსახიობს უკურნებელი სენი სჭირს

დასავლურმა გამოცემამ National Enquirer-მა ჯოლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შოკისმომგვრელი სიახლე გაავრცელა.
«40 წლის ენჯი აღარ ჭამს და 40 კილოგრამი დაიკლო, — წერს ჟურნალი. – ის კახექსიურად გამხდარია და ძალიან ფერმკრთალი.»

როგორც გამოცემას ნიუიორკელმა თერაპევტმა სტიურტ ფიშერმა განუმარტა, კახექსია, ანუ გადაჭარბებული სიგამხდრე, მოიცავს წონის კლებას, კუნთების ატროფიას, დაღლილობას, სისუსტეს და უმადობას – ყველაფერი ეს კი სიცოცხლისთვის საშიში სიმპტომებია. ექიმის თქმით, კახექსია ასუსტებს ადამიანს იმდენად, რომ მას გადაადგილებაც აღარ შეუძლია.

მეტიც, ექიმები ვარაუდობენ, რომ ორმა ოპერაციამ ვერ დაიცვა ჯოლი კიბოსგან და შესაძლებელია, რომ
სწორედ პროგრესირებადი ავადმყოფობაა მსახიობის ასეთი სიგამხდრის მიზეზი.

"ენჯი ცეცხლს ეთამაშება. ექიმები აფრთხილებდნენ, რომ ის კიბოს განვითარების მთავარი კანდიდატია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან უარი ვერ თქვა მოწევაზე და ცხოვრების დატვირთულ რეჟიმზე".

გამოცემა წერს, რომ მსახიობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ბრედ პიტი და მათი შვილები შიშობენ, რომ მას დიდი ხნის სიცოცხლე არ დარჩენია. ამბობენ, რომ ექიმები მას მხოლოდ რამდენიმე წლის სიცოცხლეს უწინასწარმეტყველებენ.

ამასთან, მეორე დასავლური გამოცემა Gossip Cop უარყოფს ამ განცხადებებს და აღნიშნავს, რომ ექიმები, რომლებიც ენჯის მდგომარეობაზე კომენტარს აკეთებენ, საერთოდ არ არიან საქმის კურსში ჯოლის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამასთანავე, National Enquirerარაერთხელ იყო შემჩნეული ცრუ და საეჭვო ინფორმაციის გავრცელებაში.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი