22.08.2015 01:11
რატომ ყოფენ ძაღლები მოძრავი ავტომობილის ფანჯრიდან თავს
ინტერნეტში მრავალ სასაცილო ფოტოსურათს ვაწყდებით, რომლებზეც მოძრავი ავტომობილის ფანჯრიდან თავგამოყოფილი ძაღლებია გამოსახული: ქარი ცხოველს ბეწვს უფრიალებს, დრუნჩზე კი ნეტარება აქვს გამოსახული.
ძაღლებს ავტომობილის ფანჯრიდან თავის გამოყოფა აშკარად მოსწონთ. რა არის ამის მიზეზი?
მიზეზი — სუნია. ძაღლები ყველაფერში ყნოსვას ენდობიან, რადგან მათი მხედველობა მოიკოჭლებს.
სამაგიეროდ, გასაოცარი ყნოსვა აქვთ. ადამიანის ყნოსვის მემბრანებს 5 მილიონი რეცეპტორი, ანუ "სუნის უჯრედი" აქვს. ძაღლების ყნოსვის მემბრანებს კი — 225 მილიონი რეცეპტორი.
ყნოსვის მემბრანაზე ჰაერის მოძრაობის დროს სუნის მოლეკულები რეცეპტორებზე ილექება და სუნის შეგრძნება ხდება.

ჩქარი მოძრაობის დროს ძაღლის დრუნჩზე დაბერილი ქარი ცხოველის ტვინს უამრავ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ინფორმაციას აწვდის და ძაღლებს ავტომობილის ფანჯრიდან თავის გამოყოფა სწორედ იმიტომ უყვართ, რომ გარე სამყაროზე წარმოდგენა შეიქმნან და ამასთან, ახალი შთაბეჭდილებები მიიღონ.