22.08.2015 00:57
როგორ დაიკლეს წონაში ჰოლივუდის ვარსკვლავებმა - გახდომის მარტივი წესები
ბევრისთვის დაუჯერებელია, როგორ ახერხებენ ვარსკვლავები შვილების გაჩენის ან როლისთვის 30 კილოს მომატება-დაკლების შემდეგ ფორმაში ისევ ჩადგომას და წითელ ხალიჩაზე ქალღმერთებივით დგანან.
ზოგიერთი ვარსკვლავი საიდუმლოს გვიმხელს. წაიკითხეთ, საინტერესო რჩევებს მიიღებთ.
ჯესიკა ალბა
"ორი გოგონას გაჩენის შემდეგ ძალიან გავსუქდი, ალბათ, ისე, როგორც ყველა დედა სუქდება. იმის გამო, რომ ყვითელ პრესაში არ გაჩენილიყო სათაური "ალბა გასივდა", ქუჩაში გამოსვლის წინ საშინლად მჭიდრო კორსეტს ვიცვამდი. ისე მიჭერდა, ჭამის კი არა, სუნთქვის საშულებას არ მაძლევდა. სწორედ ეგ ვიწრო კორსეტი გახდა იმის მიზეზი, რომ მხოლოდ ხილით და ბოსტნეულით ვიკვებებოდი და სპორტდარბაზში დავიწყე სიარული. მგონი, იმდენად წონაში დაკლება არ მაღელვებდა, რამდენადაც მჭიდრო კორსეტისგან გათავისუფლება".
გვინეტ პელტროუ
"როცა როლზე დამამტკიცეს ფილმში "რკინის ადამიანი 2", უმკაცრეს დიეტაზე დავჯექი და ყოველდღე ვვარჯიშობდი. საუზმეზე ვსვამდი საზიზღარი ზღვის კომბოსტოს წვენს, სადილზე 30 გრამ მოხარშული ქათმის ხორცს ვჭამდი და ვახშამზე — ზღვის კომბოსტოს წვნიანს. თუ დღის განმავლობაში მომშივდებოდა, ისევ ვსვამდი საზიზღარი ზღვის კომბოსტოს წვენს. როგორ გავუძელი, არ ვიცი".
ჯენიფერ ენისტონი
ახალგაზრდობაში ყველა მეგობარ გოგოზე მსუქანი იყო. დღეს კი შესაშური სხეულის მფლობელია და როგორც ამბობს, ჩვილივით იკვებება. "ბეიბი-დიეტას ვიცავ. სადაც არ უნდა ვსადილობდე, ვუკვეთავ ხორცისა და ბოსტნეულის პიურეს. საუზმესა და ვახშამზე ფაფებს ვიმზადებ. არ ვჭამ მარილს, შაქარს, სანელებლებს. სამაგიეროდ, მივირთმევ ბევრ უჯრედისს. თქვენ შეგიძლიათ ასეთ დიეტაზე 1 თვე დაჰყოთ და თვეში ერთხელ თავს უფლება მისცეთ, 1 ნაჭერი ჩიზქეიქი შეჭამოთ".
ენ ჰეტეუეი
"ფილმისთვის "საბრალონი", რომლისთვისაც "ოსკარი" მივიღე, 15 კილოს დაკლება მომიწია. თვეზე მეტხანს, დღეში ორჯერ წყალზე მოხარშულ შვრიის ფანტელს ვჭამდი. რომ არა "ოსკარი", სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრებოდა, როგორ გამაწამა ამ დიეტამ".
კრისტინა აგილერა
"ფერადოვანი დიეტის მომხრე ვარ. ყოველდღე ვჭამ მხოლოდ ნატურალურ პროდუქტებს, მაგრამ ერთი ფერისას. მაგალითად, თუ გადავწყვიტე, რომ ორშაბათი თეთრი დღეა, მივირთმევ თეთრ ლობიოს და უმ კომბოსტოს. თუ სამშაბათი წითელი დღეა — ჭარხალს, მარწყვს, ცოტა ხორცს და წითელ ტკბილ წიწაკას და ასე შემდეგ".
ელიზაბეტ ჰარლი
"დიეტები არ მიყვარს, მაგრამ სიმსუქნისკენ მაქვს მიდრეკილება. ამიტომ კვირაში ერთხელ განტვირთვის დღე მაქვს. სალათის ფურცლის წვნიანით ვიკვებები. წვნიანს ასე ვამზადებ: დაჭრილ სალათის ფურცელს წყალს ვასხამ და ვჭამ".
ბიონსე
Dreamgirls-ის კლიპის გადაღებამდე მივხვდი, რომ წონაში დაკლება მესაჭიროებოდა. საშინელი დიეტა მქონდა, ლიმონისა და ლაიმის წვენს ვუმატებდი თაფლს, დაფქულ წიწაკას, წყლით ვაზავებდი და დღეში 12-ჯერ ვსვამდი. ორ კვირაში 10 კილო დავიკელი, მაგრამ საკუთარ თავს დავპირდი, რომ ასე აღარასდროს მოვიქცეოდი".
ჯესიკა სიმპსონი
"მშობიარობის შემდეგ ბეჰემოტს დავემსგავსე და კვირაში სამჯერ 45-წუთიანი ვარჯიშის გარდა, ყოველდღე 10 ათას ნაბიჯს გავდიოდი. საოცარი მოტივაცია მქონდა, ყოველ დილით სარკის წინ ვშიშვლდებოდი და საკუთარ თავს ვეკითხებოდი: გინდა მთელი ცხოვრება ასეთი იყო?"
‹ დაბრუნება ბლოგში
შემდეგი ჩანაწერი › ზოგიერთი ვარსკვლავი საიდუმლოს გვიმხელს. წაიკითხეთ, საინტერესო რჩევებს მიიღებთ.