21.08.2015 21:25
კითხვა-პასუხი სექსის შესახებ - ეს ბევრს აინტერესებს
თუ ოდესმე გაგჩენიათ ინტიმური ხასიათის კითხვები, რომელთა გამხელაც თვით საუკეთესო მეგობრისთვისაც კი არ შეგეძლოთ, იცოდეთ — მარტო არ ხართ, ასეთი კითხვები სხვებსაც უტრიალებთ ენის წვერზე.
მაშ ასე:
1. რამდენი კალორია იწვება ინტიმური ურთიერთობის დროს?
დაახლოებით 300 ერთი საათის განმავლობაში.
2. ესე იგი, სექსით შემიძლია გავხდე?
დიახ, ეს შესაძლებელია. ერთი წლის განმავლობაში 2 კილოგრამამდე დაიკლებთ, თუ გამოიყენებთ რეცეპტს: "ნახევარსაათიანი სექსი 2-3-ჯერ კვირაში".
3. რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს საშუალოსტატისტიკური მამაკაცის ერექცია?
ჩვეულებრივ, არა უმეტს საათისა. აქვე მოგახსენებთ, რომ სამ-, ოთხ- და ხუთსაათიანი ერექცია სიამაყის საფუძველი არ არის. ეს დაავადების სიმპტომია.
4. და ვიაგრის მიღების შემთხვევაში?
თუ დავუჯერებთ მეცნიერებს, დაახლოებით 33 წუთი.
5. ჩვეულებრივ, რამდენ ხანს გრძელდება სქესობრივი აქტი?
თუ დავუჯერებთ მეცნიერებს, 3-დან 13 წუთამდე.
6. G წერტილი ყველა ქალს აქვს?
ამ წერტილის აღმომჩენთა განმარტებით, თითქმის ყველა ქალს. უმეტესად ის საშოს შესასვლელიდან 3-5 სანტიმეტრზე მდებარეობს.