არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

ეგვიპტელი მილიარდერი ლტოლვილებისთვის კუნძულის შეძენას აპირებს

ეგვიპტელი მილიარდერი ნაჯიბ სოვირისი მიგრანტების საბერძნეთში ან იტალიაში ხმელთაშუაზღვის კუნძულებზე დასახლების წინადადებით გამოდის.
"საბერძნეთო ან იტალია, მომყიდეთ კუნძული, რომელსაც "დამოუკიდებლობას" დავარქმევ და მიგრანტებს დავასახლებ. უზრუნველვყოფ მათ სამუშაოთი, რათა ახალი ქვეყანა ააშენონ", — დაწერა ეგვიპტელმა ტელემაგნატმა "ტვიტერზე".
მისივე თქმით, შესაძლოა ეს გიჟური იდეაა, მაგრამ მიგრანტების კუნძულზე დასახლება დროებითაც შეიძლება, ვიდრე სამშობლოში არ დაბრუნდებიან.
"თქვენ ათობით მიტოვებული და აუთვისებელი კუნძული გაქვთ, სადაც ასობით ათასი ლტოლვილის დასახლება შეიძლება", — განუცხადა მან AFP-ს და დასძინა, რომ ლტოლვილებს ახლა "საქონელივით ექცევიან". მისივე თქმით, სურს, რომ მიგრანტებს ადამიანური ღირსება დაუბრუნოს.
ნაჯიბ სოვირისი რამდენიმე ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო ქსელსა და ტელევიზიას ფლობს. ივლისში მან "ევრონიუსის" აქციათა ძირითადი პაკეტი შეიძინა.
ევროკავშირის ბოლო მონაცემებით, იტალიაში 39 600 თავშესაფრის მაძიებელია, საბერძნეთში კი 66 400.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი