არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეორადი ჩარიცხვების მოთხოვნით გაფიცული სტუდენტები ცენტრის მიმართ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ ბრალდებებს ავრცელებენ.

ამის შესახებ ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მისამართით გაისმა ცილისწამება, რომელსაც არანაირი საერთო სიმართლესთან არ აქვს.

სამწუხაროა, რომ მეორადი ჩარიცხვების მოთხოვნით დაწყებული პროტესტი, რამდენიმე აბიტურიენტისა და მათი მშობლების მხრიდან სრულიად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებების ტირაჟირებაში გადაიზარდა. ახალგაზრდები, რომლებმაც კარგად იციან, რომ არსებული შედეგი მხოლოდ მათი არჩევანისა თუ შეცდომის ბრალია, უკვე დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ ბრალდებებს და ცრუ ვერსიებს ავრცელებენ.

მას შემდეგ, რაც იგივე ბრალდება გაისმა ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენლისგან, ცხადი გახდა, რომ არანაირი საერთო ამ პროცესს სწავლის გაგრძელების სურვილთან უკვე აღარ აქვს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მიიჩნევს, რომ უნდა დაიწყოს მოკვლევა პარასკევს, 4 სექტემბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერით გასულ სიუჟეტში გაჟღერებულ ბრალდებასთან დაკავშირებით. მოკვლევის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთხელ, სრულიად ცხადი გახდება ამ ბრალდების აბსურდულობა.

კიდევ ერთხელ იმიტომ, რომ ცენტრის ვებგვერდზე და facebook გვერდზე განთავსებული ინფორმაციის გაცნობა და გაანალიზება სრულიად საკმარისია, რომ მსგავსი ცილისწამების უსაფუძვლობა აშკარა გახდეს. საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულთა სიაში არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა, არც რაოდენობის, არც სხვა მონაცემების მხრივ. ყველა მომხმარებელს, რომელმაც განთავსებისას გადაიწერა აღნიშნული PDF ფაილი, საშუალება აქვს ამაში თავად დარწმუნდეს.

26 აგვისტოს ბრიფინგზე გამოცხადდა საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულებისა და ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულების ჯამური რაოდენობა. რამდენიმე დღის წინ ცენტრის facebook გვერდზე განთავსდა განმარტება იმის შესახებ, რომ გამოცხადებისას ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საბოლოო რაოდენობაში არ იყო ასახული 8 აბიტურიენტი, რომლებმაც მხოლოდ ერთი — ზოგადი უნარების გამოცდა ჩააბარეს აზერბაიჯანულ ენაზე. განმარტებაში ნათქვამია ისიც, რომ სიიდან ამოღებულ იქნა ერთი, ქართულ ენაში მომზადების (აფხაზურენოვანთათვის) პროგრამაზე ჩარიცხული აბიტურიენტი, რომლის მონაცემები შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროგრამის სპეციფიკურ მოთხოვნებთან“, — ნათქვამია განცხადებაში.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი