არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

"უკვე მეჯვარეც შერჩეული მყავს" - დეისაძე მისი და თიკო სადუნიშვილის სიყვარულზე ალაპარაკდა

თიკო სადუნიშვილი, თინათინ დეისაძე გახდა. ცნობილმა ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში სახელიც შეიცვალა და გვარიც, რაც როგორც აღმოჩნდა, მისი და ერეკლე დეისაძის ერთად ყოფნას უკავშირდება.

ფოტოები, სადაც წყვილი ერთად იმყოფება, სოციალურ ქსელში მალევე გახდა განხილვის თემა. ზოგი ამას ხუმრობად აღიქვამდა, რაც ამ ორი ადამიანისგან გასაკვირი ნამდვილად არ იქნებოდა. უფრო მეტიც, მომღერალმა, სტეფანე მღებრივილმა თიკოს და ერეკლეს ერთობლივ ფოტოზე კომენტარიც კი დატოვა: „ტკბილად შეაბერდით ერთმანეთს“.

„მონასტერში ვიყავი, "ლომკის" გადასაგდებად, ერთ დღეს თიკოც ამოვიდა მეგობრეთან ერთად, ყველაფერი თავდაყირა დადგა, ძალიან ლამაზი იყო. იქ ბევრი ვისაუბრეთ და ერთმანეთს მარტივად გამოვუტყდით გრძნობებში.

ჯვრისწერას, არ ვიცი, ვაპირებთ თუ არა, მაგრამ წინააღმდეგი არ ვიქნები, უკვე მეჯვარეც შერჩეული მყავს.

მონასტერში მე საბოლოოდ ვთქვი უარი ყველაფერზე და ახალ ნარკოტიკზე შევჯექი, სახელად თინათინ დეისაძე“, — ამბობს დეისაძე OK-სთნ საუბარში.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი